ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2014


ომი

ერთ დღეს შეიძლება ომში აღმოჩნდე, რომელიც
ოდესღაც შენს სურვილებში იყო.
ეს ომი მარტო კბილებისა და აწყვეტილი ღილების ნარჩენი არაა.
არაა წყალში ჩაცვენილი ფოთლების შედეგი.
ხმებისა და სახეების შეწყვეტილი მეხსიერება,
ადგილი სივრცეში გაფანტული ემოციებისთვის.
მე ვთქვი, რომ შენი თვალები მყარია,
სადაც მზემ იცხოვრა, ხეების ჩრდილმა,
ზამთრის ხეებმა ცის სიახლოვეს...
სამსართულიანი სახლის მინანქრიანმა კიბეებმა,
შეხვედრების სიზუსტემ, როცა სხეულმა მოინელა ვინმე ახალი.
შენი თვალები მყარია გარეთ დარჩენილი ნაირსახეობებისთვის.
ეს ომია.
გამარჯვება სალოკი თითის წვერზე დატეული სიხარულით.
ბრძოლა წესების ერთი შედეგით.
დამსხვრეული ხელების,თვალის გუგების ნაფლეთებით,
გაფატრული ნაწლავების მწკლარტე წვენით
და აჭრილი ქუთუთუებით.
ეს არაა მიზეზი ან თავისუფლება...
ჩამოიცილე სახიდან მტვერი,
და ტანსაცმელიც, რომელიც უკვე გამოვსტაცე ვალდებულებებს
სხვას რომ ართობდა.
გადაუხადე მადლობა სახლებს,
საკვამურიან უიღბლო სახლებს,
დღეს რომ ნაფლეთად აქცევს ქაოსი,
და აგურების დაყრილ გროვაში იცეკვებს ტანი სასაფლაოსთვის.
უკვე ვიცხოვრეთ ომის კანონით,
სარეცხის ჩრდილში დარჩენილი ბედნიებით
და დამსხვრეული ჩემი ხელები, ვერ ძღება შენი სისხლიანი
სახის ფერებით.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები