ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2014


ღალატი(ერთი ცხოვრების ისტორია)

  რამდენიმე წლის წინ იმერეთში უჩვეულო გასვენება გაიმართა.გარდაცვლილ  ორმოცდაათიოდე  წლის მამაკაცს ,  ორი ცოლი ეჯდა ჭირისუფლად.ერთი,უფრო ასაკოვანი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი,შავებში ჩაცმული,თვალზე ცრემლშემშრალი, საკმაოდ ემოციურად იჯდა ჭირისუფლად,მეუღლისათვის განკუთვნილ ადგილას და სამძიმარს  იღებდა.მეორე,გაცილებით ახალგაზრდა,ორი სავარძლის გამოტოვებით ,უფრო ფეხებისკენ იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, თვალებს და თმებს იხოკავდა და ცრემლად იღვრებოდა.
სამძიმარზე მისული ადამიანები ზოგი პირველს უთანაგრძნობდა,ზოგი მეორეს და უმეტესობა კი მხოლოდ სეირის საცქერლად იყვნენ შეკრებილი.
ქალბატონი თამარი, გარდაცვლილის ერთადერთი და კანონიერი მეუღლე, თვითონ არ ტიროდა,მაგრამ ხშირად ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
_თუ ეტირება.მაგან იტიროს,მე ოცდახუთი წელია ვტირი და უკვე ცრემლი გამიშრაო...


                  25 წლით ადრე

წარმოსადეგი, ლამაზი,ახალგაზრდა მამაკაცი იყო დავითი,სამი შვილის მამა, ასე  ოცდაათამდე წლის.  თვითონ შვილების მოსიყვარულე იყო  და თბილი ოჯახი ჰქონდა. უფროსი ვაჟი და გოგონა რვა და ექვსი წლის იქნებოდნენ,როცა მეუღლემ ნაბოლარა ქალიშვილიც გაუჩინა.
მამაკაცი  სახლიდან მოშორებით, მაღაზიაში მუშაობდა  და სახლში ხშირად ვერ მოდიოდა.განსაკუთრებით ზამთარში ,ამ დროს საწყობში ათევდა ღამეს.თუ რამდენიმე დღით შეაგვიანდებოდა,ისეთი დატვირთული შემოვიდოდა ეზოში, თამარს ქმრის მონატრებისგან და მზრუნველობისგან თვალზე ცრემლიც კი მოადგებოდა ხოლმე.თვითონაც ყოჩაღი ქალი იყო.შვილებიც უყვარდა და ოჯახიც.პროფესიით ფილოლოგი იყო და სკოლაში მუშაობდა.უფროსი ბავშვები სკოლაში დადიოდნენ და  ნაბოლარა ჯერ ისევ აკვანში იყო... პატარას ხან დედამთილს და ხან ბავშვებს უტოვებდა. კარგი ოჯახი ჰქონდათ და მეზობლებიც    პატივს  სცემდნენ დავითსაც და  თამარსაც.
    ერთ დღეს დავითს მაღაზიასა და საწყობში დამლაგებელი გოგონა მოუყვანეს.გოგონა 14-15 წლის იქნებოდა.დედინაცვალს სკოლიდან გამოეყვანა და ახლობლებმა სამუშაო უშოვნეს ,თავისი ფული მაინც ექნებაო.გოგოს ნაზი ერქვა.შეუხედავი  და სრულიად პატარა,როგორც ბავშვი.რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა,მაგრამ მერე მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო.ძნელი ასახსნელია,რა განცდა ან გრძნობა გაუჩნდა იმ ღამით დავითს...მაგრამ როცა გოგოს სისხლდენა დაეწყო,ორი დღე მალავდა საწყობში,ბოლოს კი ექიმი მოუყვანა და გოგონა  სიკვდილს გადაარჩინა.
ნაზის ოჯახის წევრებს ეს ამბავი არ  გამოპარვიათ , დავითს მიუხტნენ და კარგადაც გამოლანძღეს,მერე დაემუქრნენ გიჩივლებთ, და როგორც გინდა ისე უპატრონეო.  გოგო კი სახლიდან გამოაგდეს .
თამარისათვის ეს ამბავი გაუგებარი დარჩა.ამბავი იმდენად არ გახმაურებულა,რომ მის ყურამდეც მისულიყო...

დავითი და ნაზიკო საყვარლები გახდნენ.
ერთ დღესაც  კაცი ოჯახში ,მეუღლეს გვერდით მიუჯდა და შვილებზე და მათ ნათლობაზე  წამოიწყო საუბარი. მეუღლეს გაუმხილა, ნაზიკო კარგი გოგოა,მაგას ბავშვი მოვანათვლინოთო.თამარი  მეუღლეს პატივს სცემდა და წინააღმდეგი არ წასულა.მეორე დღეს ნათლიად შემზადებული ნაზიკო სახლშიც მოიყვანა და ოჯახს გააცნო.თან რამდენიმე დღით დარჩენაც შესთავაზა. თამარმა, როგორც სტუმრისთვის ჩვეოდა, აბაზანა გაუმზადა ,მერე კი ტანსაცმელი თავისი ხელით გაურეცხა, ცოდოა,მთლად ბავშვიაო.ამ გაუგებრობაში კიდევ დიდხანს იქნებოდა, ერთხელაც ნაზისთვის განკუთვნილი ოთახიდან  სიცილი და ხმაური არ შემოსმოდა...კარი გააღო და თავისი თვალით ნახა მეუღლის ღალატი...
ძლიერი ქალი იყო,მაგრამ ამის გაკეთება მაინც გაუჭირდა...ორივე,გოგოც და ქმარიც სახლიდან გაყარა,მერე დაჯდა და ცხარე ცრემლით იტირა.
კაცს  ტანსაცმელი კი მეზობლის მანქანით გაუგზავნა.

  უჭირდა სამი შვილის მარტო გაზრდა თამარს,მაგრამ თავს არ იზოგავდა,დედამთილი და მაზლებიც ეხმარებოდნენ,თუმცა როცა  ბავშვები ავადმყოფობდნენ , მაშინ სასოწარკვეთას მიეცემოდა ხოლმე.
დავითმა კი ნაზისთან ერთად ბინა იქირავა და ცხოვრებაც თითქოს დაწყნარდა.
ამასობაში ნაზი დაფეხმძიმდა. ბავშვი დავითმა არ მოინდომა და ნაცნობ ექიმს მიმართა.სხვა ქალაქში წაიყვანა და 15 წლის გოგოს აბორტი გააკეთებინა.
მერე ექიმს მოურიგდა და გოგონა მასთან დატოვა ,  ექიმის დამხმარედ...თვითონ კი  ოჯახში დაბრუნება გადაწყვიტა.
დიდად  წინააღმდეგი გახდა მეუღლის დაბრუნებაზე თამარი,ეს შეუძლებლად მიაჩნდა,მამაკაცი პირობას დებდა,რომ ეს მეტად არ განმეორდებოდა და რომ მხოლოდ სისუსტე იყო და სხვა არაფერი,რომ მეუღლე ისევ ისე უყვარდა,როგორც წლების წინ და რომ პატიებას ითხოვდა.... დავითისადმი სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა, შვილებს მამა არ დაუკარგა და „ვითომ“ ოჯახი ისევ შეაკოწიწა.
დავითისა და თამარის ოჯახური ცხოვრება და სიამტკბილობა მაინც აირია.კაცი უმიზეზოდ დათვრებოდა და ოჯახს აწიოკებდა.სანაქებო ოჯახი აგრესიის და  ჩხუბის  ადგილად  გადაიქცა.  მოძალადე და ჩხუბისთავი მამა შვილებს და ცოლს გარეთ გაყრიდა ხოლმე,თვითონ კი დილამდე სვამდა.
ერთ დღესაც,როცა სამსახურში ჩვეულებრივად წავიდა, მას მაღაზიაში ნაზიკო მიადგა ,რადგან იქედან გამოპარულიყო, სადაც დატოვეს..დავითმა თავი ვეღარ შეიკავა და ისევ დაუბრუნდა ეშმაკისეულ ცდუნებას.ბინა იქირავა და ერთი კვირა სახლში არ დაბრუნებულა.
სახლში დაბრუნებულს კი ცოლი დახვდა გამეხებული და ქმარს შემოსვლისთანავე მიახალა:
---აქ მოსვლას როგორ ბედავ,ბოლოს    და ბოლოს კაცი ხარ და აირჩიე,  ან ის და ან ჩვენო.
ლაპარაკს უსიამოვნება მოყვა,უსიამოვნებას კი ჩხუბი.თამარმა  მცირეწლოვან მარის ხელი დაავლო,უფროსი ბავშვები კი ქმარმა არ დაანება და თავის მშობლებთან წავიდა ...ოჯახი მიატოვა.
ყველაფერი გაუგეს დედამ,ძმამ და რძალმა.დაუყვავეს, მოეფერნენ, დაამშვიდეს  აღელვებული ქალი და ქმართან დარჩენილ შვილებზე ფიქრი დაიწყეს.იცოდნენ ბავშვებს მამას ძალით ვერ წაართმევდნენ და ვიდრე სასამართლო არ გაიმართებოდა, სხვა გზა უნდა ეძებნათ.
ბევრჯერ  სცადეს ბავშვების მოტაცება, მაგრამ დავითი ბავშვებს მარტო ერთი წამითაც არ ტოვებდა..რამდენჯერაც ჩაივლიდნენ მანქანით ბავშვების წასაყვანად  ჭიშკართან მისულები , ისევ უკან ბრუნდებოდნენ.
ხედავდნენ, როგორ რეცხავდა , ბანდა, აჭმევდა შვილებს...სარეცხს ფენდა და ქვეშაგებს ამზეურებდა ხოლმე. ბოლოს,რადგან სახლიდან ვერ შეძლეს,სკოლასთან  ჩაუსაფრდნენ    ბავშვებს და  მათაც  დიდ ხვეწნა არ დაჭირვებიათ, მონატრებულ დედას სიხარულით ჩაეხუტნენ და გაყვნენ  ...
                    ბავშვები მოიტაცეს.



40 წლით ადრე


ერთ საკლასო ოთახში, ერთ მერხთან ისხდნენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ქალ-ვაჟი. გოგონას გრძელი თმა და ლამაზი ნაწნავი ამშვენებდა, ბიჭი კი, სასიამოვნო შესახედაობის, მაღალი, დაკუნთული ახალგაზრდა იყო. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა ხმამაღლა ვერ ბედავდნენ ამაზე საუბარს და საღამოობით ორივე აღმოაჩენდა-ხოლმე, რომ ჩანთა სავსე ჰქონდა სასიყვარულო წერილებით:
,,ჩემო ძვირფასო,დღეს ისეთი ლამაზი ხარ,შენმა ცქერამ უკვე დამაავადა, შენმა თვალებმა, მომაჯადოვა” - წერდა დავითი.
,,ჩემო დათო, როგორ მიყვარხარ და მენატრები - რა ახლოს ხარ და ამავდროულად რა შორს... იცოდე, რომ სულ მეყვარები!” - წერდა თამარი.

თამარი წერილებს ინახავდა. დავითიც. მათი სიყვარული დღითიდღე სულ უფრო ღრმავდებოდა. საღამოობით, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, რეპეტიციებზე, ხელჩაკიდებულნი დადიოდნენ. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, სიყვარულს ეფიცებოდნენ. ქუჩაში მიმავალ ულამაზეს წყვილს გამვლელნი თვალს აყოლებდნენ .
თამარს თაყვანისმცემელი სხვაც ბევრი ჰყავდა და ამის გამო ბევრი ჩხუბი და აურზაური გადახდენიათ თავს. ერთ-ერთ ჩხუბს კი ისეთი საქმის გარჩევა მოჰყვა, 15 დღე დაკავებულიც იყო დავითი. მაშინაც, თამარი ყოველდღე მიდიოდა სანახავად და საჭმელთან ერთად, სიყვარულით გამთბარ წერილებს გადასცემდა-ხოლმე შეყვარებული გოგონა.
მერე იყო სტუდენტობის წლები, რომელთაც კიდევ უფრო დაახლოვა ისინი.
ასეთმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და შეუღლდნენ. სამი შვილი გააჩინეს. ერთმანეთს ყველაფერში ენდობოდნენ,თუმცა...

………………….

სწორედ გადანახულმა წერილებმა და იმ დიდმა სიყვარულმა შეაძლებინა თამარს, ქმრისთვის რამდენჯერმე ეპატიებინა სულელური გადახვევა. მეუღლე ყოველთვის უყვარდა და ყველაფერს იმ „ეშმაკის მოგზავნილ“ ნაზიკოს აბრალებდა.


ისევ 20 წლით ადრე....



მოტაცებული ბავშვები სახლში მიიყვანა თამარმა, უახლოეს სკოლაში განაწესა და თვითონ ძმასა და რძალს ამოუდგა გვერდში, რომ მათთვის არაფერი მოეკლო. რამდენჯერ თვითონ მშიერს დაუძინია, ოღონდ ბავშვები დანაყრებული ჰყოლოდა. ღამით კი... ღამით თავის უბედობას დასტიროდა და დანგრეულ ოჯახზე ქვითინებდა. როგორ წყევლიდა იმ დღეს, რომელმაც მისი ბედნიერება უბედურებით შეცვალა. დილამდე ბალიშს ცრემლებით ასველებდა, მაგრამ გათენებისას, ისევ მოიკრებდა ძალას და აგრძელებდა არსებობისთვის ბრძოლას. არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია მისი ღამეული ურვა ,მაგრამ აბა რა ბევრი შემჩნევა უნდოდა - ჩამოხმა ქალი, ასაკიც დაეტყო...

ერთ დღესაც, პატარა მარიკუნას მუცელი ასტკივდა და მაღალი სიცხე მისცა.... სოფელში, ღამის 9 საათზე, ეს სერიოზული პრობლემა იყო. კინაღამ ჭკუიდან გადავიდა  ქალი. სასწრაფო დახმარება გამოიძახა და მის მოსვლამდე ბავშვს თავზე ცივი ტილოები დაადო...ორი დღე და ღამე ადგა თავს და უდიდეს განსაცდელს ებრძოდა სრულიად მარტო. ბავშვს წითელა ბატონები აღმოჩნდა. ბოდვისას, მშობლების ნაბოლარა და ყველაზე საყვარელი შვილი, ხან დედას ახსენებდა და ხან "მამულიკას" (ასე ეძახდნენ ბავშვები მამას)... მაშინ გულასმოკვნით იწყებდა ქვითინს თამარიც.
მესამე დღეს ქმარს შეუთვალა...მაშინვე მოვიდა მამა, წითელი სათამაშოები და ბუშტები მოუტანა, დარცხვენილი მოეფერა და დაუყვავა მარიკუნას, თამარს ფული დაუტოვა, ექიმთან შეიარა და ბავშვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები და მიმდინარეობა გამოიკითხა. მერე ისევ დატოვა სააადმყოფო - გარეთ ტაქსიში ნაზიკო ელოდებოდა.


დავითი ისედაც ცუდ დღეში იყო - ბავშვებს და მეუღლეს ვერც ის ელეოდა, ამ ამბავმა კი უფრო გაახელა და გააგიჟა. შვილების ნახვას თავისუფლად ვერ ახერხებდა. როცა დათვრებოდა, ამხელა კაცი ქალივით ტიროდა. თამარისგან მიტოვებულ ოჯახი მარტო მისი მოსავლელი გახდა, თუმცა ნაზიკო დიასახლისად ერთხელაც არ მოუყვანია. ისევ თავისივე ნაქირავებ ბინაში სტუმრობდა ხოლმე.


რამდენჯერაც შეუთვალა თამარს - შევრიგდეთო, იმდენჯერვე უარი მიიღო. არადა, ამბები მოსდიოდა - თამარი ძალიან განიცდის ოჯახის დანგრევასო. იცოდა, დედამისი, მისგან მალულად, შვილიშვილებს ნახულობდა ხოლმე - ახლა ის გააგზავნა შუამავლად. ბავშვებისთვის ათასი რამ გაატანა და გაუშვა იმ იმედით, რომ თამარი შეურიგდებოდა - ის დედამთილს დიდ პატივს სცემდა .
ისევ უარი მიიღო: კაცი ხარ და ამოირჩიე - ან ის, ან მეო - კატეგორიულად შემოუთვალა ცოლმა.

დედამისმა, მართალია რძლისგან უარი მოუტანა, მაგრამ თვითონ ძალიან ჩაეხუტა და მოესიყვარულა რძალსაც და მის ხელში გაზრდილ შვილიშვილებსაც. ცოტა კიდევ გადადე, შვილო, სასამართლოში საქმის შეტანაო - ურჩია რძალს  და დაემშვიდობა.

დავითი ნაზისთან თავს დამნაშავედ გრძნობდა - შეაცდინა, გააუბედურა, უშვილოდ დატოვა… მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ ერთ დღეს მაინც გამოუცხადა: ნაზიკო, ხომ ხედავ ბავშვებს და ჩემ ცოლს ვერ ვთმობ, ამიტომ ჯობია მე ჩემ ოჯახს მივხედავ, თუმცა შენ ყველანაირად შეგიწყობ ხელს, გაგათხოვებ და ნამდვილი ოჯახი გეყოლებაო.
- მე ქმარი კი მყავხარ - აგერ შენ, ჰოდა, ადექი და შენი ცოლი, თამარი გაათხოვეო ---წაიმწარა ენა მანაც.
როგორ თუ ჩემი ცოლი გავათხოვო, შე მართლა ბოზოო - ისე სცემა ქალს, სამი კვირა საავადმყოფოში იწვა ტვინის შერყევით და მერეც დიდი ხანი, დალურჯებულ სხეულს ვერსად აჩენდა .

        ისეც 20  წლით ადრე

თამარმა სამსახური დაიწყო.ყოველთვის როცა სახლიდან მოწყენილი და გადაღლილი მივიდოდა,გულის გადაშლის
სურვილზე დგებოდა ხოლმე,  ემოცია ნიაღვარივით ამოხეთქვას ლამობდა.მასთან ერთად  ერთ ოთახში, ახალგაზრდა
მამაკაცი მუშაობდა.თამარმა თანდათან ამ ბიჭს ზედმეტი ყურადღება შეამჩნია,განერვიულდა...ისე დაითრგუნა,სამსახურში წასვლაც კი შეძულდა  ამის გამო.  მისთვის მეორე მამაკაცი წარმოუდგენელი იყო...
ეს ამბავი  კეთილისმოსურნეებმა გააგებინეს დავითს.მათი პირითვე    შემოუთვალა  ქმარმაც:

-ძამიკო,ფრთხილად შენ,იმედია თავი არ მოგძულებიაო...
ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი ცოლის საქციელში.თამარი მას ისევ ძველებურად უყვარდა და  ბოლომდეც ენდობოდა.


    დავითის და თამარის სკოლის დამთავრების ოცი წლისთავი ახლოვდებოდა. დავითმა  ულამაზესი კაბა უყიდა თამარს

და  ოჯახში მიაკითხა,  შერიგება თხოვა  ,  ბანკეტზე უშენოდ არ წავალო,  შეევედრა...როგორც იყო, დაითანხმა.

მთელი სამეგობროსა და თანაკლასელების თვალწინ ისე იცეკვეს და იმღერეს,როგორც ჩვეოდათ, მთელ კლასში ულამაზესი

გოგო  ისევ ისეთი ლამაზი და განუმეორებელი აღმოჩნდა  , როგორ სკოლაში  სწავლის დროს. დავითის მიერ არჩეულ კაბას

კი ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. ცოლ-ქმარმა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და საუცხოო სიყვარული  აჩვენა  ყველას.

ბანკეტმა და ამ განცდებმა  თავიანთი სიყვარულიც გაახსენა თამარს    და  გადასძალა ... იმ ღამეს სასტუმროში გაათიეს

ღამე, რომელიც    დავითს სიურპრიზად ჰქონდა მომზადებული.

ორწლიანი ცალცალკე ცხოვრება დამთავრდა.

  თამარმა შეძლო და ოჯახში დაბრუნდა.შვილები გაახარა,თვითონაც გულში იმედი ჩაესახა და ცხოვრება ჩვეულ

რიტმს დაუბრუნდა. ბავშვები უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, კიდევაც ხვდებოდნენ და კიდევაც ვერა ,დედასა და მამას

შორის რა უსიამოვნება ხდებოდა.მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, მათ ეს არ გაეგოთ...მამა ისევე დიდ

სიყვარულით უყვარდათ როგორც  დედა.  მამა ხომ  სიყვარულს და მოფერებას არ აკლებდა თითოეულ მათგანს.

  ერთხელ მარიკუნა ახალმა თანაკლასელმა სახლში დაპატიჟა.გოგონას  მისვლისთანავე თვალში ეცა სარკესთან

დადებული მოზრდილი სურათი,რომელზეც მამამისი და უცხო ქალი იყო გამოსახული.მასპინძელმა როგორც კი

სურათისადმი ინტერესი შეამჩნია, დაუფიქრებლად უთხრა:

--დეიდაჩემი და მისი ქმარია,ამ ზაფხულს საირმეში ისვენებდნენ ერთად და იქაა გადაღებულიო...

...ვერავინ მიხვდა,რატომ გახდა ცუდად და რატომ დატოვა ოჯახი ახალმა თანაკლასელმა.....

სახლში მოსულმა კი დედა იძულებული გახდა,ყველაფერი ეამბა მისთვის....

პირველი ტრამვა ისეთი შოკისმომგვრელი იყო,რამდენიმე თვე მამისთვის სახეში არც შეუხედია...




ამასობაში შვილები წამოიზარდნენ,სკოლა დაამთავრეს,უფროსები შვილები  დაოჯახდნენ,შვილიშვილები შეეძინათ.
თუმცა თამარს კვლავ მოდიოდა ამბები, შენი ქმარი კიდევ სტუმრობს იმ ქალსო,მაგრამ ყველაფრის თავიდან წამოწყების
ძალა აღარ ჰქონდა.
ერთი-ორი ისეთიც გამოერეოდა, მოჯადოებული ხომ არაა შენი ქმარი და მკითხავთან მიდი,იქნებ გეშველოსო,  რომ უკიჟინებდა.

ვერც ეს იკადრა თამარმა, შვილების საქმე არ ამირიოს მერე მაგ უკუღმართმა საქციელმა და ღმერთმა არ მიწყინოსო...

რაღა დროს ჩემი წასვლაა, უკვე შვილიშვილები მყავს და ბებია ვარო...

მხოლოდ ერთხელ დაესიზმრა:გველი ჰქონდა ხელზე შემოხვეული და დაკბენას უპირებდა.თამარი კი  მას ხელზე

იხვევდა და  იხვევდა....ბოლოს მოახერხა და თავი გაუჭყლიტა...გაღვიძებისთანავე გაიფიქრა:

---ამ ამბავს ალბათ დასასრული აუცილებლად ექნებაო.

  ქეიფის და  დროსტარების ხასიათზე თუ გაიღვიძებდა დავითი,მეგობრებს სახლში მოიყვანდა ხოლმე...დატრიალდებოდა

თამარი და ქმრის ძმაკაცებს საუცხოოდ გაუმასპინძლდებოდა.თუმცა სახეზე მუდამ ტკივილი ქონდა გამოსახული.ერთხელ

ქმარმა უსაყვედურა:

---რა სახე ჩამოგტირის ქალო, რა გჭირს,რამე გაკლიაო?

მართლაც  თითქოს არაფერი აკლდა, შვილებიც ყავდა და შეძლებულადაც ცხოვრობდა,მხოლოდ ქმარი ჰყავდა ნაზიკოსთან საზიაროო, ყველაზე გულისმომკვლელი და სამწუხარო.


ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა...დავითი რამდენიმე დღეს დაიკარგებოდა და ღამეს სახლში არ  გაათევდა,მერე კი

უსირცხვილოდ შემოაღებდა კარებს და ოჯახში დაბრუნდებოდა.




                          დაკრძალვამდე ორი თვით ადრე

დავითი დასასვენებლად ყოველთვის ნაზიკოსთან ერთად დადიოდა.

იმ ზაფხულსაც ტანსაცმელი მოიმზადა და სახლიდან მანქანით გავიდა.  თამარი მიხვდა, რომ წელსაც იგივეს

აპირებდა...მხოლოდ პირჯვარი გადაიწერა 

    დავითი და ნაზიკო დასასვენებლად გაემგზავრნენ,ზღვისპირას პატარა სახლი დაიქირავეს და უკვე მერამდენედ

ატარებდნენ თაფლობის თვეს, არავინ იცოდა.უკან დაბრუნებისას მამაკაცს  გზაზე გულის შეტევა დაემართა , მანქანის საჭე

ვერ დაიმორჩილა და  ხრამში გადავარდა. თავის ძლიერი ტრამვა მიიღო, ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. საავადმყოფოში

თავზე ადგნენ ოჯახის წევრები და მეუღლე.  ნაზიკო ადვილად გადარჩა, ხოლო დავითი, მიღებული ტრამვებისგან 

გარდაიცვალა.

სწორედ ამის გამო იყო, რომ გარდაცვლილ  ორმოცდაათიოდე  წლის მამაკაცს ,  ორი ცოლი ეჯდა ჭირისუფლად.ერთი,უფრო ასაკოვანი და სასიამოვნო შესახედაობის ქალი,შავებში ჩაცმული,თვალზე ცრემლშემშრალი, საკმაოდ ემოციურად იჯდა ჭირისუფლად,მეუღლისათვის განკუთვნილ ადგილას და სამძიმარს  იღებდა.  მეორე,გაცილებით ახალგაზრდა,ორი სავარძლის გამოტოვებით ,უფრო ფეხებისკენ იჯდა და ხმამაღლა ტიროდა, თვალებს და თმებს იხოკავდა და ცრემლად იღვრებოდა.
სამძიმარზე მისული ადამიანები ზოგი პირველს უთანაგრძნობდა,ზოგი მეორეს და უმეტესობა კი მხოლოდ სეირის საცქერლად იყვნენ შეკრებილი.
ქალბატონი თამარი, გარდაცვლილის ერთადერთი და კანონიერი მეუღლე, თვითონ არ ტიროდა,მაგრამ ხშირად ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
_თუ ეტირება.მაგან იტიროს,მე ოცდახუთი წელია ვტირი და უკვე ცრემლი გამიშრაო...
 

               

დასასრული





                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები