ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2014


ხატვის გაკვეთილი


- რა დავხატოთ?
- დამიხატე მზე!
- იოლია, შემოვავლოთ წრე.
ჯერ სხივები,
ახლა თვალიც გავუკეთოთ!
- ორი თვალი?
- არა, მზეზე ვინ თქვა ორთვალა?
- ცხრათვალა მზე? ბებო, მითხარ,
მზეს თვალები,  ვინ დაუთვალა?
- ალბათ ღმერთმა. 
- აბა,  ახლა  რა დავხატოთ?!
- მთვარე - ნამგალა!
- მერე თვალი?
- სად მთვარე და სად თვალები,
ღამე დადის,
ხან მთვრალია, ხან ნამთვრალევი.
- ესე იგი მამიკოა? მალე მოვა სახლში?
- ბოლო თეთრსაც რომ წააგებს კაზინოში
ალბათ მაშინ.
- ახლა ვარსკვლავიც დავხატოთ? 
- როგორც რომ შენ,
შუქთა მფენი, თუმცა ციცქნა!
- მამა მთვარე, დედიკო მზე,  მე ვარსკვლავი?
- ხო ასეა, გახსოვს ერთხელ სიზმარას რა დაესიზმრა?
- ხო, ეს მზეო, ეს მთვარეო, ეს ვარსკვლავი
ყველას ერთად  გადახვია მკლავი.
- ხოდა ვხატავთ,
ცაზე ვარსკვლავები ჩნდება!
- დედა  როდის დაბრუნდება?
- ალბათ მალე,
საჩუქრები ხო დაგპირდა?
- არა, ბებო,  დედა მინდა,
- ჩვენთან ახლა რო ღამეა,
მზე გარეთა!
- სხვას უნათებს?
- უცხო მხარეს  სხვა ვარსკვლავებს
ეფერება უცხო  ცაზე!
- ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? 
ბებო, დედა დამიხატე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები