ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


# # #



ცა. შენი ნეკნის ნებით თუ ძალით,
რა გინდა მეტი კაცსა და პოეტს,
როცა გკითხულობს ამდენი ქალი
და ყველა ქალში თითო სტროფს ტოვებ.

ცა. მაინც ნეკნით ფიქრობ და გმართავს
ღამე, გასცქერი მომაკვდავ თბილისს,
ძილამდე წვები მილიონ ქალთან
და მხოლოდ ერთთან იღვიძებ დილით
.
და რჩება შენში მხოლოდ იმ ერთის
აურა, მორიგ აზრს რომ აშეშებს,
ცა? - აღარ ჩანს და... აქვეა ღმერთი,
თუმც რა აზრი აქვს ღმერთს - ცის გარეშე?!... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები