ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


ძაღლი (მინიმალისტური ბალადა)


ჩვეულებრივი ძაღლი იყო,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვევა ჰქონდა -
როდესაც სახლიდან მოვდიოდით,
გზამდე გამოგვაცილებდა,
უკან სირბილით ბრუნდებოდა.

ჩვეულებრივი ძაღლი იყო.
არც მგელს ჰგავდა აღნაგობით,
არც განსაკუთრებული ბეწვი ჰქონდა,
არც ჩემი ავადმყოფობის დროს
შემძვრალა ლოგინქვეშ და თავიდან არ მომშორებია,
არც მამაჩემის საფლავზე დარჩენილა
დასაფლავების შემდეგ და რამოდენიმე დღეში
მკვდარი არ გვინახავს...
არც მისი დაკარგვა გვდომებია ოდესმე,
არც ძალიან შორს წაგვიყვანია სახლიდან,
რომ სადმე დაგვეტოვებინა
და არც მისივე ფეხით მობრუნებულა უკან.

ჩვეულებრივი ძაღლი იყო.
აი ომის დროს კი,
როდესაც გორიდან გამოვიქეცით,
უკან აღარ გამოგვყოლია გზამდე,
კიბის ქვეშ იჯდა და
ცრემლში მთელი ოჯახი ვეტეოდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები