ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2014


ფოთოლცვენა

ხომ ხდება ხოლმე,
დგას შემართული,
უყურებ,
ალუბლის ტოტებად აყრილ მკლავებზე
ძარღვებიდან ეზრდება გაზაფხული
და ვერ იმეტებ -
სიკვდილია შემობრუნება?!

შემოდგომას ჰგავს ჩემი სიყვარული -
ხეები დგანან ამაყად,
უშფოთველად,
მხოლოდ ფოთლები,
ფოთლები ცვივა მიწაზე.

მე მჭირდებოდა ერთი სიკვდილი
გადარჩენისთვის
და დავიგვიანე -
ვერ შევძელი,
ვერ მოვტრიალდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები