ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2014


........

სული მომპარეს,ფერებით და სიცილ-სიცილით,
ვერახდენილი ოცნებები ფურცელზე ლპება,
რა სიყვარული,ღიმილიც კი აღარ იციან,
მე კი ვზივარ და ჩემს ტკივილებს გიჟივით ვყვები,

რა სულელი ვარ,გულუბრყვილოდ როგორ მეჯერა,
რომ ამ წყვდიადში მივაგნებდი ციცინათელებს,
ზეცის სიმძიმეს ვეღარ უძლებს უკვე ბეჭები,
და ფიქრით დაღლილ ამ ღამესაც ისე ვათენდეს,

რომ მზის ამოსვლა ძველებურდ აღარ მახარებს,
მეც ირგვლივ მყოფებს დავემსგავსე,აღარ ვიღიმი,
რა ვქნა,არ ვიცი თავი დაბლა როგორ დავხარო?!
და მაინც,გულში ძველებურად "ლილეს"ვღიღინებ...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები