ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2014


ნახევრადხუმრობით...


დავდევ ამ ქარს, ფიქრის ამქარს,
მზე ამომდის ლამანჩიდან,
შევრჩი ფიქრის აყალმაყალს,
რას ვფიქრობდი, რაღა მრჯიდა..
სჯობდა ყოფნა მომეკაზმა,
უდარდელი არშიებით..
ამრეოდა იქნებ თავგზა,
ცოდვით, ცოდვის ნაშიერის...
სად ვარდი და ეკალ-ბარდი,
ერთი ლექსით მივალ ხელში,
ცხოვრება ჰგავს თამაშს ნარდის,
არ მიმართლებს კამათლებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები