ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2014


პ ა წ ა წ უ ნ ე ბ ი... (მინიმალისტური ლექსები)

*  *  *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს  სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!


*  *  *
როცა მეგონა, არასოდეს შევმცდარვარ - მეთქი,
მე თურმე მაშინ, სწორედ მაშინ ვცდებოდი თურმე!!!


*  *  *
როგორ დამღალა უთავბოლო ამბიციებმა! -
ფშუტე თავთავი უფრო მორცხვად დგას თავდახრილი,
ვიდრე  მავანნი ფშუტე  გონებით!


*  *  *
სულის სიღრმეში ჩავიხედე, გავკადნიერდი:
ისე, ვით ზღვაში ფერად კენჭებს, 
ფერად ფიქრებს არ ჰქონდა დათვლა...

*  *  *
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა მ  მაშინ  დამიქნია  შორიდან  ხელი,
როცა  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს  კარი ცხვირწინ მივუჯახუნე!


*  *  *
თუ  “მეგობრობას”  გადაარქმევ ოდესმე სახელს,
ეცადე,  “ვნება”  -  “სიძულვილში”  არ აგერიოს!


*  *  *
უცოდველობას ელევი და ცოდვილი ხდები,
თუკი სატანას მიუცუცქდი და ემსახურე...


*  *  *
სახიფათოა დიდი გრძნობის ცეცხლად ანთება, -
შენ თითებს დაგწვავს, სხვას კი შთანთქავს ვნების ხანძარი...


*  *  *
მგონია,  წვიმის ყოველ წვეთში – უფლის ცრემლია...
მწარედ დასტირის დედამიწას, ჩვენგან განაწირს!


*  *  *
ვკარგავთ ახლობელს,
                        ვკარგავთ მეგობარს,
                                              უბრალოდ ნაცნობს
და ყოველ მათგანს მიაქვს ჩვენი სულის მცირე ნაწილი.
სულის ეს “მცირე” დანაკარგი მიაგავს საცობს,
ხორხში და გულში რომ გვაქვს გაჩრილი.


*  *  *
მამა, თორმეტი წელი გახდა, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები