 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 15 ივლისი, 2014 |
ჩემო მეგობარო, ისე დამამძიმა ბოლო საფლავმა, რომ ძლივის "დავატარებ", თანაც, მეც ხომ უკვე მეშვიდეჯერ "მოვკვდი"...
ამ იანვრის ბოლოს, იმ შვიდიდან ერთმა, ზღვას რომ გადმოჰყურებს იმ სასაფლაოზე, რიალურ საფლავშიც უკვე "ჩამიტანა". გეტყვი რაც ვიგრძენი__მთლად აღარაფერი! სიკვდილია ძნელი, თორემ მიწის დაყრა?! ნუ მისაყვედურებ, რომ ისევ ვერ შევძელი გული დამრჩენოდა წმინდა სამყოფელად, ხელში "მაკვდებიან" ადამიანები. და მეც ანალოგიურად მათ გულებში ვკვდები, მაგრამ ეს შემთხვევა უფრო რთულია და თვალის მოწყვეტასაც ვეღარ მოვახერხებ, ნათლად დავინახავ ამ ცხოვრების გზაზე როცა მშვიდად ივლის, სიცოცხლით სავსე და ჩემში ძლივს მფეთქავი__ გულში ამოჭრილი ბნელი სამარითვე, ჩემს ცივ ცხედარს როგორ დაატარებს. (დაე იყოს ასე!) აწი არასოდეს დაგპირდები__არავისთვის მოვკვდე და რიალურ გარდაცვალებამდე უნდა დავივიწყო სიტყვა__"არასოდეს!" შენ ხომ კარგად იცი, როგორი სუსტი ვარ სიკვდილს შევებრძოლო, დიდხანს ვწვალობ, ვიდრე... ვითმენ, ვითმენ, ვითმენ, მაგრამ გადარჩენას არ ვექვემდებარები, მითუმეტეს, რომ არც ლაზარე ვარ, აქ, ამ ცხოვრებაში მკვდრეთით რომ ავღდგე და...
თორემ, იესო რომ არსად დამიკარგავს, ის კი იცი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა დევი :) წარმატებები მომეწონა დევი :) წარმატებები
4. მომეწონა :))) +2 მომეწონა :))) +2
3. უნდა დავივიწყო სიტყვა__"არასოდეს!".
"არასოდეს" არ უნდა თქვა არასოდეს" უნდა დავივიწყო სიტყვა__"არასოდეს!".
"არასოდეს" არ უნდა თქვა არასოდეს"
2. მადლობა ნ-ი-კ-ი. :) მადლობა ნ-ი-კ-ი. :)
1. კარგი დევი ხარ შენ :) კარგი დევი ხარ შენ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|