ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2014


ვყარვართ

მე ვამბობ,რომ ცა სულ არ არის ცასავით შორი,
რომ თქვენ უბრალოდ გეზარებათ ხელების გაშლა,
აყოლილი ხართ,არაფრისმთქმელ,უაზრო ჭორებს,
და პროფესიად გაგიხდიათ მავანის განსჯა,

ვერ დაგაჯერებთ,რომ სიკვდილი თქვენ მოიგონეთ,
რომ ვინც კი კვდება მათ მობეზრდათ თვენი ყურება,
და გაგვეცალნენ,რადგან გავხართ სუნიან ღორებს,
რომ თქვენი წიგნიც მოკლე დროში დაიხურება,

რადგან არ იცით სიყვარული,არ იცით სუნთქვა,
და მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ,ვიცი მეც ვყარვარ,
კარგად დავმალოთ ყველა ნაკლი,არავის ვუთხრათ,
ჩვენ ერთმანეთი მოვატყუოთ და როცა წავალთ

ხალხს დავაჯეროთ,რომ ჩვენ არსად გვინდოდა წასვლა,
რომ ჩვენ დაგვხოცეს,დავიხოცეთ,უბრალოდ მოვკვდით,
მე ამ სტროფებსაც,სიმხდალითვე ისევე წავშლი,
როგორც დანარჩენს,თქვენთან მოვალ ბოდიშის მოხდით,

და გეტყვით რომ ცა რეალურად შორია უფრო,
რომ ტრაგედია არის როცა ვიღაცა კვდება,
და ყანწით ხელში დაგილოცავთ ღორების სუფრას,
მერე რა თუ კი გული ბოღმით და შურით სკდება,

ჩვენ ხომ ერთმანეთს მეგობრულად ვესროლეთ ტყვია,
ღამე ვუთიეთ სასთუმალთან ყველა ჩვენიანს,
ჩვენ ხომ სუყველას წინაპართა სახელი გვქვია,
და სულ არაფრის,სულ არაფრის არ გვეშინია...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები