ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პროზა
17 ივლისი, 2014


პუმა

                                         

-ტალეირან!
-„მიაუ“ , იყო პასუხი.
......................................
გაიქცა ელბაზე ბონაპარტე ქვეყნებმა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადეს. გაამრავლეს კატიჭამია ვირთხები.
კარდინალებმა საგრაფოების საზღვრები ჩაკეტეს.
მადამ როიალის წითურ კატაში თვრამეტივე ლუის სული ჩასახლდაო; ჰყვებოდნენ ლეგენდებს.
მოკლედ უცებ გავრცელდა თქმულება იმპერატორზე, რომელსაც კატების ეშინოდა.
ბოლოს დაფიქრდნენ და გაიცინეს ამხელა ალიაქოთი ერთი ქეციანი კატისმსგავსისგან რომ იყო ატეხილი.
შეიძლებოდა ეს უინტერესო თხრობა აქაც დამთავრებულიყო, მაგრამ სინამდვილეში ნაპოლეონს ყველა კარდინალი გაუდგა, გარდა ერთისა, რომელსაც კატის ხმა, სახე, ბედი და სიარული ჰქონდა.
არა, მართლა ვერ იტანდა კატებს ნაპოლეონი. როცა მათ ბლანტ, გაყინულ თვალებს ხედავდა ცუდად გრძნობდა თავს.
არასდროს დაუძახია ქალისთვის ფისუნია.
ბრაზით ახსენდებოდა ლუების სამეფო კატები, თორემ ნაგვის გროვებში დღედაღამ მოძრომიალე, მოშიმშილე, საბრალო ცხოველებს რას ერჩოდა.
საკმარისი იყო ყური მოეკრა მათი კრუტუნისთვის და მზად იყო ევროპა სახრჩობელაზე დაეკიდა.
კარისკაცთა, სეფექალთა მანერებს, მიხვრა -მოხვრას, ბრჭყალებსა და მლიქვნელობას ამჩნევდა,
დაფარულს, ქვენას.
კატების ბრალი იყო ყველაფერი კატების...
ერთხელ მათ სარეცელს შეესწრო და გამწარებულმა პრუსიას ომი გამოუცხადა. მერე კი შეატყობინეს რომ მისი უახლოესი მეგობარიც ნამდვილ კატად ქცეულიიყო.
„ეხ, ტალეირან,“
ფიქრობდა ხომ არ მეჩვენებაო, მასთან მოლაპარაკე თითქმის ყოველი მეორე რამდენიმე წინადადების მერე ზოგი პირდაპირ კნავილს იწყებდა ზოგიც აქა -იქა გამოურევდა ხოლმე.
გიჟდებოდა, რადგან გრძნობდა მსოფლიო მალე კატად გადაიქცეოდა, დიდ, უშველებელ კატად.
ბოლოს მაინც დაამარცხეს ვატერლოოსთან კატებმა ნაპოლეონი.
„კატებმა გააქციესო ბონაპარტე ელბაზე მაშინაც ამბობდნენ ჩვენში და ამბობენ ახლაც.
............................................
მას შემდეგ უამრავი კატა გაჩნდა და გარდაიცვალა, იძახიან ვენერას აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან დედამიწას რომ გამოხედო, კამარაშეკრული კატა გეგონებაო.
-მართალია ნაპოლეონ?
-„მიაუ“; მომესმა სამარიდან.
მომესმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს