მიწაში დამარხულ, სარკისკედლებიან პატარა ოთახში, თეთრ საწოლზე შავებში ჩაცმული იწექი. გულხელდაკრეფილი. ჭერში კი ნათურა ეკიდა.ვერცხლისლენტმიბმული. ვიდექი . კადრი კი სულ უკან იწევდა. კედლებში გახუთდი. კადრი კი სულ უკან იწევდა . სარკეში გამრავლდი. ყვითელი ნათურა . ლენტის ანარეკლით ციმციმა ოთახი. მოვედი. შეგეხე და ხელი ჩაგჭიდე.
წამოდი! წაგიყვან სიზმრიდან სიზმარში. წაგიყვან იქ სადაც არავინ მყოლია. ვწვები მიწაზე და გისოსივით , რომელსაც ექიმი_ სტუდენტებისგან დასაცავად უკეთებდნენ საფლავებს , ვიფარებ ჩემს მიერ დახაზულ ყვითელ, გამჭვირვალეყდიან რვეულს. ჩემი დახაზული პარალელური ხაზები სადღაც მაინც იკვეთებიან, რადგან ხაზვა არასოდეს გამომდიოდა. სწორად ხაზვა. გვერდით ერთი ადგილია კიდევ . წაგიყვან-მეთქი და ... რომც გაჩერდე მაინც მიდიხარ. საბოლოო გაჩერება სიკვდილია. თუმცა მანამდე დროა. ჩემი რვეული ორივეს გვეყოფა. შეხედე ! არჩევ, როგორ მოძრაობენ ხაზები? წარწერებს ხედავ? მასე ნუ მიყურებ . ზევით აიხედე. გინახავს ვარსკვლავი რომელზეც დაიბადე? მე ხშირად ვსტუმრობ ვარსკვლავს, რომელიც ჩემზე დაიბადა. თუ ჩემთვის... თუ მე _მასზე. რა მნიშვნელობა აქვს? ვსტუმრობ მას და ერთად ვუყურებთ როგორ წყდებიან ადამიანის სხეულებს სულები , ფოსფორისფრად ანათებენ , ფოიერვერკივით იჭრებიან ცისკენ . (სხეულებს კი ყუთებში ინახავენ. ისევე როგორც სპექტაკლის შემდეგ_ დეკორაციებს და ინახავენ. ) მაშინ ვარსკვლავები სურვილებს იფიქრებენ და ჩურჩულებენ: _ჩემი გოგო ჩემთან! _ჩემი ბიჭი ჩემთან! დასწრებაზეა. იშვიათია, ჩაფიქრებული სული თავისი ბედის ვარსკვლავთან მოხვდეს. მე გამიმართლა.
იქეთ გახედე! კარდიოგრამის ხაზებივით ჰორიზონტზე ტყის ზოლი ჩნდება. მიწაზე წამოწექი. დედამიწის გასინჯე პულსი . დაითვალე გამოჩეხილი გულისცემა. მოციმციმე არითმია: ერთი და ნაჯახი , ორი და ხერხი და ... სამი და მეწყერი .ჰაერი არ ყოფნის. ჰაერი არ გვყოფნის…
ამბობენ ქალის ცრემლზე ია ამოდისო. თუ დედის ცრემლზეო... ჩემს ცრემლზე სოკო ამოდის. არაპოეტურია, მაგრამ პრაქტიკული. ჩემი ცრემლიდან ამოსულ სოკოს მიწიდან გასაღები ამოაქვს. ეს გასაღები სიზმრის სახლს აღებს და ყოველ ჯერზე საკეტი იცვლება. ამიტომაც მხოლოდ მაშინ შემიძლია ახალი გასაღების მიღება, როცა ცუდ ხასიათზე ვიძინებ. როცა მეტირება.
შემოდი ჩემს სახლში ! მოიცა, გავაღო. ნუ შეგეშინდება. ცხადი გაცილებით საშიშია, ვიდრე სიზმარი. სიზმარში თუ კვდები_ დიდხანს იცოცხლებ. ცხადში თუ კვდები, კვდები და მორჩა. გვირაბსიქეთიდან დაიქნევ ალბათ ხელს, მაგრამ სინათლე იმდენად მკვეთრია, აქედან არ ჩანხარ.
შემოდი ჩემს სახლში! მე ამ სახლს, არ მახსოვს თვითონაც , როდიდან ვაშენებ. ამ სიზმარს წლებია ვაგრძელებ. სახლია უფანჯრო. თავიდან , ნაშალში, სულ ერთი ოთახი მოვაწყვე. გავაწყე. საძინებელი არაბულ სტილში. დიდი საწოლი , უამრავი ფარდა , ხალიჩა. შესასვლელი კი თავისით დამხვდა, შემდეგ მოსვლაზე.. მარმარილოს თეთრი ბოძები და დახვეული მარმარილოს მწვანე ვენახი. ყურძნის მტევნები: თეთრი, მწვანე, წითელი, შავი. იატაკში მწვანეფოთლებიანი ,თეთრი მარმარილოს ყვავილები. ზედ დასხმული გაქვავებული, გამჭვირვალე შუშა. მეორე სართულის თეთრი იატაკი . კედლებში ჩასმული ,ხისგან ამოჭრილი ლექსები, ფრაზები.
შემოდი ჩემს სახლში! აბაზანა_ ჩემი საყვარელი ადგილი. ბოთლები? ნუ გაგიკვირდება. შეხედე ამ ონკანს! წყალს სიზმრები მოჰყვებიან: ჩემი, შენი, მისი... წყალსგატანებული დარდები მოჰყვებიან, წყალსგატანებული სიმღერები მოჰყვებიან. დარდადჩამოღვენთილი მთების ჯავრიც მოჰყვება წყალს . ვჯდები მიწის იატაკზე. ფერად-ფერად სიზმრებს შუშის ბოთლებში ვასხამ. ნაჭრით მოვუკრავ და გუდრონით თავს მოვუწებებ. შემდეგ გამაქვს და თუთის ქვეშ ვმარხავ. თავები უჩანთ. თუთაზე აბრეშუმის ჭიები იპარკებიან. მოგონებებში ეხვევიან და იძინებენ. ჩამოვკრეფ პარკებს, თითზე ვიხვევ აბრეშუმის ძაფს, მოგონებებს გავაჰამაკებ და შიგ ჩავწვები. ჩახუტებული, ქინძისთავით თავგახვრეტილი ბოთლი მიყვება სხვის ფერად სიზმრებს, სიმღერებს, დარდებს.
ვწევარ ჰამაკში და ბოთლებს ვუსმენ: ,, ჩემი ცხოვრება ტალახისგან მოზელილ იმ ნამცხვარს ჰგავდა, ამობრუნებულს ,ცალგვერდჩამოშლილს , ყვავილებით რომ ვალამაზებდით. ,,
და ბოთლებს ვუსმენ: ,,ზღვის პირას ვიდექი. ნაფოტებს ვიჭერდი და სახლს ვაშენებდი. სახლი დასრულდა და დიასახლისი, ზღვის გამორიყული სხეული აკლია.ჩემი .,,
და ბოთლებს ვუსმენ:,, მთელი ღამე გამოცლილი კალმით, ფერად-ფერად ლექსებს შენთვის ვწერდი. მერე თითი გააყოლე ნაწერს , ჩინდაცლილმა წაიკითხე ტექსტი. და დაინახე. დაინახე ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ.,,
და ბოთლებს ვუსმენ: ,,მე ერთადერთი ტატუ მინდა , ქუთუთოებში ჩახატული შენი პორტრეტი.,,
და ბოთლებს ვუსმენ: ,,ყველა ახალი ადამიანი_ ახალი ხიდია. ყველაზე ცუდმა ხიდმაც კი შეიძლება ყველაზე ლამაზ ადგილას მიგიყვანოს. ყველაზე ცუდმა ადამიანმა_საუკეთესო მგობარი გაპოვნინოს.,, ...
გავიდეთ ისევ. დახუჭე თვალი და დაინახავ გადახრილ ხეებს. დახრილი ტყეები, დახრილი ხეებით.. აქ სულ ქარია. მხოლოდ თუთის ხე იზრდება სწორად. ხეები ადამიანებივით არიან. შეიძლება ყველაზე ძლიერმა ვერ გაუძლოს ქარიშხალს, ყველაზე სუსტმა ფოთოლიც კი არ შეიხაროს.
შავ ნაყოფს ისხამს ჩემი თუთა, მაგრამ მიწაზე დაცემამდე თეთრდება. გესმის მისი სიმღერა? ,, სიზმარეთში შავი თუთა წუხელ თეთრად თოვდა.,, სხვა არაფერი გესმის? არც არის საჭირო. ესეც ბევრია.
არასოდეს მივდივარ დახრილი ტყისკენ. იქ ჩემი შიშები ცხოვრობენ. ოდესმე მოგიყვები. დიდი ხნის წინათ დახრილი ხეების ტყეში, ფოთლებზე მივაბი ჩემი შიშები. ჩემს ტყეში ხეებს ფოთლები არასდროს სცვივათ.
შენც დაიძინე ჩემთან ერთად . ჩემი რვეულის გისოსები ყველას ეყოფა და დაიფარავს, ვისაც ვისურვებ. დაიფარავს ჩვენს სხეულებს მანამ, სანამ სულები დახეტიალებენ. დაიფარავს სულებს, სანამ ჩრდილები დახეტიალებენ. დაძინებამდე ჩავისუნთქოთ ნება-ნება გრილი ჰაერი. ყველა სუნთქვაზე თითო ჩასუნთქვით ნაკლები ვრჩებით. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა ... ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ? ვუყვარვარ... ისევე როგორც ბავშვობაში სისხლდაწრეტილ მზეებს_გვირილებს ვკრეფდი , თან სულ მეგონა გვირილები იმისათვის ჩნდებოდნენ მხოლოდ, რომ გამეგო გიყვარდი თუ არ. ხან ასე იყო. ხან იყო ისე. გვირილები კი არ მთავრდებოდნენ და ყოველთვის ვასრულებდი გათვლას ,,ვუყვარვარ,, . თმას ვიშლიდი, გვირილას ფურცლებს ავირევდი აბურდულ თმაში და ბედნიერი მივდიოდი იქეთ, სადაც მეგულებოდი. ახლა სულ სხვაა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა , ამოსუნთქვით სრულდება მხოლოდ. მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ აბურდულ თმაში ჰაერი რჩება. ჰაერი რომლის ჩასუნთქვაც ვეღარ მოვასწარით. ვეღარ მოვესწარით.
ღამღამობით კი ობობები ფაცერივით აწყობენ ჩემს თვალებში სიზმარმჭერებს და ბუმბულებად ჩემს უბეში შენახულ შენს წამწამებს ჰკიდებენ . ქრის ქარი, არხევს ჩემს თვალებში ჩაბუდებულ შენს წამწამებს და აწკრიალებს: ,,წერილი გინდა თუ სიხარული?,, ,,წერილი გინდა თუ სიხარული?,, მე მხოლოდ სიზმარმჭერში გაბმული სიზმარი მინდა. ის, შენ რომ გნახე. ყოველ ღამით. დაუსრულებლად.
ლინზების ჩასმამდე კი სიზმარმჭერები ამომაქვს თვალებიდან და მასში გაბმულ მოსხმარტალე სიზმრებს ვარჩევ. ზოგიერთს იქვე, სიზმრის სახლის დიდ აივანზე ვკიდებ საშრობად, ზოგიერთებს კი ჩემს ჩრდილს ვაბარებ. მაშინ როცა ჩრდილი აღარ მჭირდება, ანუ მაშინ, როცა ჩემი ჩრდილი ღრუბლის ჩრდილს ეფარება, ის მიდის და შიშების ტყეში ჩემს ცუდ სიზმრებს ფოთლებზე აბამს.
დიდხანს ვცდილობდი ხელებზე სიარული მესწავლა, რათა მე და ჩემს ჩრდილს ხელიხელჩაჭიდებულებს გვევლო. არ გამომივიდა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.
ერთ დღესაც , როცა აღარყოფნას დავაპირებ... და ეს დღე აუცილებლად იქნება მზიანი. ძალიან მზიანი. შუბისტარსგაწორებული მზის ქვეშ დავდგები . მე -ღმერთის იმედგაცრუება ( არა და ... როგორ ვწამდი ) ხელებს ავწევ და სამივე ერთად ვიქნებით: სული, ჩრდილი და ჩემი სამიწე სხეული. მერე კი მიწა წაიღებს თავისს, ზეცა _თავისს, უსახლო ჩრდილი წავა ისევ შიშების ტყეში, ფოთოლსაცვენად. მაშინ დაიხსნიან ფოთლები თავს. დაიხსნიან შიშები თავს . დაიხსნიან სიზმრები თავს. მაგრამ მე უკვე შორს ვიქნები, ჩემს ვარსკვლავზე. ხეები კი ისევ ისე, ტრადიციულად, ჩაიძინებენ მიწის ქვეშ დანახშირდებიან, რომ წლების შემდეგ დაიწვან და ისევ გაგვათბონ.
გაიღვიძე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან მომეწონა. კარგი ავტორიხარ ძალიან მომეწონა. კარგი ავტორიხარ
20. მეც გილოცავთ შობა -ახალ წელს! დიდი მადლობა :) მეც გილოცავთ შობა -ახალ წელს! დიდი მადლობა :)
19. albat imitom vibodiale, albat imitom ar dameZina, rom swred aset saocari ram wamekitxa am dros. mogvianebit gilocavt yvelafers. momitevet satqmeli latinuri alfavitiT, amis sapatio mizezi maqvs.ramdens vlaparakob.wavedi... albat imitom vibodiale, albat imitom ar dameZina, rom swred aset saocari ram wamekitxa am dros. mogvianebit gilocavt yvelafers. momitevet satqmeli latinuri alfavitiT, amis sapatio mizezi maqvs.ramdens vlaparakob.wavedi...
18. მშვიდობაა? :D მშვიდობაა? :D
15. აქ ქულა დამიწერია უკომენტაროდ... :D
მოგიკითხე დაკარგულო აქ ქულა დამიწერია უკომენტაროდ... :D
მოგიკითხე დაკარგულო
14. ჰოო აქ მართლა რაღაცეები ხდება .... :) დიდი ხანია სიზმარი არ მინახავს და თუ ვხედავ მხოლოდ ომი მესიზმება, იმედია დრეს კარგი და ლამაზი სიზმარი მესტუმრება, მივდივარ საუკეთესო განწყობით! ჰოო აქ მართლა რაღაცეები ხდება .... :) დიდი ხანია სიზმარი არ მინახავს და თუ ვხედავ მხოლოდ ომი მესიზმება, იმედია დრეს კარგი და ლამაზი სიზმარი მესტუმრება, მივდივარ საუკეთესო განწყობით!
13. აქ რა კარგი რაღავ დამხვდა..
რა საინტერესო ..
+++ აქ რა კარგი რაღავ დამხვდა..
რა საინტერესო ..
+++
12. მომეწონა ! მომეწონა! მხატვრულ-ლიტერატურული შესრულებით პროზისა და პოეზიის ზღვარზეა უფრო სწორად ეს ნაწარმოები.
ამბობენ ქალის ცრემლზე ია ამოდისო. თუ დედის ცრემლზეო..აქ გიორგი ლეონიძე გამახსენდა:
"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულს ია ბღუჯეულად ამოდიოდა არე-მარე სულ, ლურჯად გადაიბუნებოდა ხოლმე, მეგონა მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ,"
მომეწონა ! მომეწონა! მხატვრულ-ლიტერატურული შესრულებით პროზისა და პოეზიის ზღვარზეა უფრო სწორად ეს ნაწარმოები.
ამბობენ ქალის ცრემლზე ია ამოდისო. თუ დედის ცრემლზეო..აქ გიორგი ლეონიძე გამახსენდა:
"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულს ია ბღუჯეულად ამოდიოდა არე-მარე სულ, ლურჯად გადაიბუნებოდა ხოლმე, მეგონა მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ,"
11. კარგი იყო, მოგზაურობა სიზამრეტში. ზოგიერტის შესახებ ცოტცოტა ვიცოდი. კარგი იყო ძალიან:) კარგი იყო, მოგზაურობა სიზამრეტში. ზოგიერტის შესახებ ცოტცოტა ვიცოდი. კარგი იყო ძალიან:)
10. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ ამ საიტზე!
5 ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ ამ საიტზე!
5
8. ვიმოგზაურე მგონი სიზმარეთში თუ სასულეთში...:-* აბურდულია სიზმარივით და ლამაზი მაინც...:-* შენც სიზმრიდან გადმოსულს გავხარ ნათია ჩემო...:-* ვიმოგზაურე მგონი სიზმარეთში თუ სასულეთში...:-* აბურდულია სიზმარივით და ლამაზი მაინც...:-* შენც სიზმრიდან გადმოსულს გავხარ ნათია ჩემო...:-*
7. ძალიან მომეწონა... განსხვავებული სტილი გაქვთ-დასამახსოვრებელი.
მოვალ ხოლმე აქ:)) ძალიან მომეწონა... განსხვავებული სტილი გაქვთ-დასამახსოვრებელი.
მოვალ ხოლმე აქ:))
6. ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
18 ივლისი, 2014
კაი სიზმარი კაია, მარა თუ კოშმარია?! :D ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
18 ივლისი, 2014
კაი სიზმარი კაია, მარა თუ კოშმარია?! :D
5. ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
18 ივლისი, 2014 კარგი იყო. ამ გვერდზე სულ ველოდები ხოლმე ახალ პროზას : ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
18 ივლისი, 2014 კარგი იყო. ამ გვერდზე სულ ველოდები ხოლმე ახალ პროზას :
4. მეც ძალიან მიყვარს )
მადლობა მეც ძალიან მიყვარს )
მადლობა
3. მე მიყვარს სიზმრები, თან ძალიან.:) მე მიყვარს სიზმრები, თან ძალიან.:)
2. ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
1. აჰ, ინსომნია :)
გაიღვიძე და წყალს მოუყევი ეგენი- წყალი კი გაქვს უხვად და ულევად :)
ზოგიერთი მომენტი ისეთი კარგი იყო, ისეთი რიტმული და ისეთი სიბრძნეებით :)
ბოთლები რა მაგარ რამეებს ყვებიან თურმე, მეგონა, რომ მხოლოდ ზღვისმოტანილი ბოთლები ყვებოდნენ ამბებს.
აჰ, ინსომნია :)
გაიღვიძე და წყალს მოუყევი ეგენი- წყალი კი გაქვს უხვად და ულევად :)
ზოგიერთი მომენტი ისეთი კარგი იყო, ისეთი რიტმული და ისეთი სიბრძნეებით :)
ბოთლები რა მაგარ რამეებს ყვებიან თურმე, მეგონა, რომ მხოლოდ ზღვისმოტანილი ბოთლები ყვებოდნენ ამბებს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|