ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2014


გივი

მახსოვს შიმშილობის წლებია (ახლაც ასეა სწორედ). ხალხი გარბის სადაც შეუძლია, რომ ლუკმა პური იშოვოს.ოჯახი დააპუროს. შვილები გადაარჩინოს.  ჩემი ქუჩის ქვედა მეზობელი  შეხვდა ქუჩის შუა მეზობელს, მოიკითხა და უთხრა: --გივი, რაღაც სამუშაო გამომიჩნდა,  შენზე სანდო კაცს ვერ ვიშოვი და თუ წამოხვალო. გადაირია კაცი სიხარულით, შეიპატიჟა სახლში კეთილისმოსურნე, გამოუტანა თუ რამე ჰქონდა. გააფაციცა თვალები, დაცქვიტა ყურები, უსმენს გასუსული ცოლ- შვილით  სტუმარს, რომ ერთი სიტყვა არ გამორჩეს. ფიქრობს მეშველა, გადავრჩი, აიშენა კოშკები ოცნებაში, ყველაფრის გაანგარიშება მოასწრო ერთ წუთში.-
დაიწყო მეზობელმა:
_ ავსტრალიიდან ნათესავმა შემომითვალა,- ჩამოდი და  თან ერთი სანდო კაცი წამოიყვანე სამუშაო გამოჩნდაო. მე შენ გენდობი , გადავწყვიტე და ერთად წავიდეთო. სიხარულისგან ენა დაება გივის,  ყელში რაღაც მოებჯინა, გაწითლდა, გალურჯდა, გათეთრდა, გაშავდა, ათასნაირად იცვალა ფერი. ბოლოს მაინც თავის ფერზე დადგა და  ამოღერღა :- რა უნდა ვაკეთო იქ?-
"'-ბევრი არაფერი, ნიანგებს უნდა უდარაჯო, მე ცხენზე შევჯდები, ცხვრებს მოვმწყემსავ,  შენ ნაპირთან დაჯდები და ნიანგებს უდარაჯებ, ზევით რომ არ ამოვიდნენ-.ო"
სწორსედ ისეთი რეაქცია ჰქონდა ,გივის როგორიც თქვენ გექნებოდათ. მაგრამ დიდებული სანახაობა კი იქნებოდა. ზიხარ ნიანგებით გატენილ მდინარესთან, ხელში წკეპლა გიჭირავს, გაცხუნებს უსაშველო მზე,  გახსენდება  შენი გრილი სამშობლო... ამოყოფს ნიანგი თავს და წკეპავ თავში სახრეს,  მიაძახებ აქში შე,  სამგლე და ოხერტიალოო...
ჰოდა, ზიხარ ასე,  ვითომ არხეინად...
თუ შეგჭამა აღარ ზიხარ...
იქნებ კიდევაა ავსტრალიაში ასეთი ვაკანსიები. რამდენი უმუშევარია ამ ქალაქში და ხომ არ იქნებოდა მსურველი?...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები