ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 ივლისი, 2014


ჯორჯ გორდონ ბაირონი – სული წარმიდგა. იობის წიგნიდან ( ებრაული მელოდიებიდან) (საბოლოო ვერსია)

სული წარმიდგა, დავინახე ღვთიური მაცნე,
როს საბურველი ჩამოიხსნა უკვდავმა სახემ;
ჩემ გარდა ყველას მოერია მაშინ ღრმა ძილი –
სულმთლად უფორმო წარმომიდგა, თუმც ღვთაებრივი;
შიშისგან სული შემიძრწუნდა, შემიპყრო თრთოლამ,
როდესაც ყალყზე თმა დამიდგა, სიტყვა წარმოთქვა:

„კაცი თვით ღმერთზე მართალია, თუ მასზე წმინდა,
რომლის წინაშეც სერაფიმმაც კი ხმა გაკმინდა?
პეპელა გჯობნით დღეგრძელობით, ბინადართ ავლის,
თიხით ნაძერწნო, თქვენ რა იცით ღმერთის სამართლის?
უდღეურებო! რომ დაჭკნებით იმავე ღამეს,
ბრმანო და ყრუნო, რად ვერ ამჩნევთ  სიბრძნის სინათლეს?!“

19 ივლისი, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.online-literature.com/byron/697/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები