ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
8 ნოემბერი, 2015


ხელოვნური ბაბუა

    ბაბუ, ბაბუ რატომ გაქვს
    ეს რაღაცა ყურებში,
      რომ მე უკეთ გავიგო,
      როცა მეჩურჩულები,

    ეგ სათვალე რაღაა?
    დამხმარეა თვალების,
      რომ კარგად დაგინახო,
      როცა დამემალები.

      ბაბუმ ვეღარ აუხსნა
      ხელოვნური კბილები,
      ჩემი თაგვმა წაიღო,
      ნუ დამღალე კითხვებით,

      აბა მისი რა არის,
      ბებომ მხარი აუბა,
      და დაარქვა აკუნამ,
      ხელოვნური ბაბუა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები