ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2014


ნიშნიანიძისეულად

  არალეგალურად საზღვრის გადასაკვეთად, ავტობუსის საბარგულში რკინის ყუთებში მრავალი ჩვენი თანამემამულე გაიგუდა,ზოგიცზღვით გადაყვანისას დაიხრჩო, ზოგსაც ტყეში გზა აერია...


            დალურჯებულს და ფერწასულს გხედავ,
            ჩემო ლამაზო ტანჯულო დედა,
            ვაიმე, როცა ყუთში გტენიდნენ
            რაიმე ხომ არ იტკინე ნეტავ.

            იქნებ გზად შეგხვდათ დიდი საცობი,
            ცუდად ქანაობს ბედის სასწორი,
            ერთ პინაზეა სუფთა ჰაერი,
            და მეორეზე დროის წამმზომი.

          ან უსაშველო პაპანაქებამ,
          გადაახურა რკინის ყუთები,
          იქნებ გწყურია, გზა გაიწელა
          გული ცუდს მიგრძნობს,წივის ყურები.

        იქნება სადმე რეიდი შეგხვდათ,
        უკვე დაგადეს ხელბორკილები,
        ცრემლებზე მაღლა კანონი დადგა,
        სულს გიმძიმებენ უცხო რკინები.

        იქნება უკვე დავვობლდით კიდეც,
        ვეღარ გვეღირსოს შენი საფლავი,
        იქნებ დასრულდა გზა ჯოჯოხეთის,
        ამოგიყვანეს საღ–სალამათი.

      იქნებ ზღვაში ხარ და ტალღებს ებრძვი,
      არ ჩანს პატრული, აღარც მაშველი,
      გადაგეწურა ყველა იმედი
      არ ჩანს ნაპირი, არ ჩანს საშველი,

      იქნებ ტღე–ღრეში გზა აგერია,
      ან დარჩი იქნებ ბედის ამარა,
      მე აქ გავთავდი,შენ ბედს იქ წყევლი
        ასეთ ცხოვრებას აზრი არა აქვს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები