ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2014


ცისანა

გვის ცისანა ეზოს, ადის ბდღვირი იქაურობას, სუნთქვა აღარ არის .თვალთან ვერ მიიტან თითს. ეს ხელს არ უშლის  ჭიშკართან სალაქლაქოდ ჩამომსხდარ ამირანს და პოლიასტოს.-----შეაწუხებენ დღეს გულს-, ბურდღუნებს ცისანა და იქნევს ცოცხს გამეტებით. უფრო ამტვერებს ჰაერს. ერთი ორი კი დააცემინა ამირანს, მაგრამ  არ შეწუხებულა დიდად., გულმოდგინედ გააგრძელა მასლაათი:
-არაფერი ამ ახალგაზრდებს არ უნდათ, არც მუშაობა, არც სწავლა. დაფშტვიალობენ აღმა- დაღმა. სამუშაო არ არისო, სამუშაოს ვერ ნახავ სოფელში?!-ჩადი ეზოში, მიიხედ- მოიხედე, იქნება სადმე თოხს წამოკრა ფეხი, ან ბარი გადაგეღობოს წინ. მოთოხნე , მობარე, ლობიო დათესე, კვახი დათესე. ვენახი გაკვირტე...
-ძროხა გადენე,- შეეშველა პოლიასტო, -საღამოს მოდენე, თხა მომწყემსე, მიყევი, მოყევი,
ცხვარი მომწყემსე(სადაა ცხვარი) ღორს უპატრონე(არც ღორი არაა ჭირმა გაწყვიტა), არ უნდათ. ადგებიან დილას და საღამომდე მიშტერებიან ერთმანეთს სახეში. პირჯვარს რო იწერ წაღმა - უკუღმა, წაუკარი ხელი ეკლესიას მშენებლობაში, ქვას თუ ვერ ერევი ერთი ორი კენჭი მაინც მიიტანე...გააკეთე რამე და თუ არაფერს აკეთებ, საქმიანი სახე მაინც მიიღე, ვითომ აკეთებ რამეს...
ორი კვირა ისე იარა ბისომ სკოლაში, არ ჩაუხედავს ჩანთაში რა ხდებოდა. მასწავლებელმა დააძალა რვეული ამოიღეო, გახსნა და ამოხტნენ კაი ჩასუქებული თაგვები იქედან.
ირტყამს პოლიასტო ფართო ხელებს მუხლებზე, კვდება სიცილით.
-მასწალებელი რო იტყვის გაკვეთილზე, გაჩერდით ბავშვებო ცოტა ხანს უნდა დავიძინოო და სკამებზე რო წამოწვება, ანდა ჩუმად იყავით ცოტა ხანს, კაკალი ჩამოვყარე, ავკრიფავ და დავბრუნდებიო.-
-მიტოა სკოლის საქმე კარგად, რავარი სკოლაცაა დირექტორიც იმნაირი ყავთ. შეიკეტებოდა ოთახში თურმე და ბანკაში ილევდა ტუალეტს, მერე ფანჯრიდან აქცევდა. ერთ დღეს დარჩენია ოთახში, უნახია მასწავლებელს და კრებაზე გაუტანია განსახილველად.
უფარფალებს ამირანს ორი ღერი ფოცოცი თავზე, მოდის ცრემლები თვალებიდან,
-კი დახურეს მერე სკოლა, ერთი მასწავლებელი მაინც დადის, გაანიავებს კლასს, გამოაწყობს წიგნებს და გაკვეთილების გამოსვლამდე იცდის იქ.
  ბისო ბრუნდება სკოლიდან, სხვა სოფლის სკოლაში დადის ახლა. არ გაუშვეს გამოულაპარაკებლად:
-გახსენი ბიჭო ჩანთა, უშობელი არ ყავდეს ძროხას მოგებული შიგ-
სანამ ბისო არ აივაკებს და თვალს არ მიეფარება, მანამდე იცინებენ. ბისოსაც ეცინება, იცის რა ბედოვლათიცაა.
თვალის სასეოროს და გასართობს უამრავს ნახავს კაცი და მოისმენს,მთავარია მოცლილი იყოს. სხვისი ამბები აინტერესებდეს, არ ეზარებოდეს სხვის საქმეში ცხვირის ჩარგვა.

შორიდან მექიას ჩრდილი მოიჩხლართება, მოათრევს საცოდავად ფეხს, ხელში წკნელი უჭირავს, ზურგზე ტომარი მოუგდია. ჯერ ჩრდილი ააფარათ სახეზე, მერე თვითონ მოიტუზა.
-მექია-
-მმეემქვია- სახე გაებადრა, რომ იხუმრა იმიტომ. ტომარი ჩამოდო, ფეხი ჩახარა.
-საით იყავ?
-ძროხჭალასჩავდმარატყვილაჩავდდძროხვერმომყუკანდარავქნაარვიცსადვეძიოდა
უყურებენ პირში, ვერ გაიგეს ვერაფერი
-წადი, ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე!
წავა აბა რას იზამს, კიდევ ერთი საათი უნდა იაროს სახლამდე.
-ესეც კაი ჯაფაშია, ჯერ ძალით  შრომობს, მერე ენით, რას ლაპარაკობს ვერც თვითონ გებულოს და ვერც სხვა-.
მისი ბიძაშვილი ბუძგურია უფრო ჩქარა ლაპარაკობს, მაგრამ მისი ადვილად ესმით, სიმართლეს რომ არ  იტყვის ერთ სიტიყვას იციან.
საიდანაც არ უნდა მოდიოდე, ზევიდან თუ ქვევიდან, ცისანას ჭიშკარს გვერდს ვერ აუქცევ.
ერთ დღეს თუ პოლიასტო და ამირანი ზის , მეორე დღეს ბიძი და ჟორია იქნება ჩამომჯდარი სხვა თანამეინახეებთან ერთად. სოფელში საჭირბოროტო თემას რა გამოლევს, როგორც იტყვიან, არც ენას აქვს ძვალი. ჰოდა მიდის გარჩევა და პოლემიკა. ზოგს ეს მთავრობა არ მოსწონს, ზოგს ის არ მოსწონდა, ზოგს იმის წინა.(რა მოსაწონია რომელიმე).
-ერთი პაჭკა პაპიროსისთვის მივდივარ ჭალაში, მძღოლს უნდა დავაბარო და თუ გაახსენდა ქე ჩამომიტანს საღამოს რეისზე. მაღაზია რო სოფელს არ ექნება, სოფელი ქვია იმას?!
-რატო, ხო აქვს ნინოიას ბუტკა?-
-მაგის იმედად იქნა მტერი, სულ დაკეტილია, ხან ვენახშია, ხან ყანაში, ხან ძროხასთან... საღამოს შუქი არ აქვს და რას დაინახავ რა უდევს მაღაზიაში-
-რა უდევს და ქვანახშირი, ერთი სიგარეტი აქვს და პივა-
-ან ავად გახდე(ავად გახდენ მაგენი), სასწრაფო ვერ ამოაღწევს აქამდე და თუ ამოაღწია შენ ვერ ჩაასწრებ ცოცხალი. რანაირი გზებია, რო ვიმგზავრებ მერე ორი დღე გამოშუშებას ვუნდები. სად შემიძლია ამდენი ყვინცილ, ყვინცილი მე...
-რა გინდა რო ქნა-
-სად გინდა რო ქნა, წადი სახლში ქენი თუ რამე გინდა!-
-ზოგადად ვამბობ, კაცო-
-ჰოდა ზოგადად ქენი-
-ფუჰ, ოცი წელია ვიცნობ, ამას არ ესმის ჩემი და ეს მთავრობა გამიგებს რამეს?
მუუუ... მოაბღავლათ ძროხამ სახეში, აიქნია კუდი დიდზე
-ვაი შენ და მგლის კლანჭი, რა უნდა ამ ზევით შოთიას ძროხას?-
-ბუცუნიის სიმინდს ყვარობს-ძაან გემრიელიაო,
-კაი უქნია, მის შვილიშვილებსაც რო მოაჭამდეს თავს არ იქნება ურიგო.
სიკვდილივით არ უნდა ვალერას ამათ წინ ჩავლა, მარა რა ქნას, ვერ გადაფრინდება და მიდის თავჩაქინდრული
-რას გავხარ ბიჭო შენ,, რას გიგავს მაგ ცხვირ -პირი, ვინ დაგამშვენა მასე, ისე ახლა უფრო ლამაზი ხარ ხო იცი.
-მანაგაძეს ვაგინე-
-რაო, რა მინდაო?-
-ჩემ ჭიშკართან რატომ ზიხარ მთელი დღეო-
-შენც ადექი და სხვა მანაგაძის ჭიშკართან გადაჯექი, დაილია მანაგაძეები ამ სოფელში?
-ვინ ეკითხება იმას, რასაც მინდა იმას ვიზამ-
ჰოდა, რაც უნდოდა იმანაც ის ქნა, ქე გაგისია თავ- ყბა-
აწი სულერთი იყო,ჩამოჯდა ისიც.
-ემზარიას მოჩვენებები რო ყავდა სახლში კიდე ყავს თუ იცი?-
-რა ვიცი ახლა არ უხსენებიათ რამე-
მაგას კიდე მოჩვენებები უნდოდა?-
ამოცვივდნენ ჟურნალისტები, გააშუქეს ამბები, ამ ოჯახში მოჩვენებები დადიანო. თვითონ რასაც ყვებოდნენ თორემ მოჩვენება არავის უნახავს იქ. ქვევით სახლში რომ ვართ, ზევით ვიღაც დადისო, ღამე გარეთ რო გამოვდივართ მე და დედაჩემს ქვებს გვესვრიანო.ჩაკეტილი გარაჟიდან ბოცები გამოუტანია  ვიღაცას გარეთო. თვითონ ხო ეშინოდათ და სხვაც რო შეაშინეს!-რო დაღამდება შეძვერით სახლშიო- აფრთხილებდნენ დედები შვილებს. ბოლოს მკითხავთან წავიდნენ:
-რა უთხრათ მკითხავმა?
-მაგარი მკითხავი ყოფილა, მომავალს ვერ ამბობს, მარა წარსულს მაგრად ლაპარაკობსო,-ასე უთქვია შენი ჭიშკარი ორი მეტრით არის შიგნით შეწეულიო,-
-უყურე შენ !-
-შენ შვილებს ნადირობა უყვართო.
-რას ამბობ, ჯადოზე რა უთხრა?-
-მოინათლეთ და გაქრებაო-
-მერე?
-მერე რო მოინათლებიან ვნახოთ.
-რო არაფერი მოჩვენებოდათ ისე არ აპირებდნენ მონათვლას?!-
დაიღალა დღე, მიიპარება ნელ-ნელა დაისისკენ. ამათი ენა ვერ დაიღალა.
-უი ,რა დრო გასულა კაცო, წევედი სახლში მოშიებამ არ მომასწროსო- წამოვარდა ზეზე ნადირა.
გაყვა ერთი- ორი უკან, იმათ კარგა ხანია მოუსწროთ მოშიებამ.
.-ბერდიკო ბიძიაა, ბერდიკო ბიძიაა- აააა... გაისმა სოფლის თავიდან(გეშხაპემ დედის სიკვდილი აღნიშნა და დათვრა)
-რა იყო ბიჭო?!- დინჯად გამოეპასუხა ბერდიკო ბიძია შუა სოფლიდან
-შენი დედაც ვატირეეეეეეეეეე.....
-ვატირეეეე- გაიმეორა ექომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები