ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


სარკის წინ

ჩაივლის წლები ლოდინში ისევ,
შუბლზე ნაოჭებს ყოველდღე ითვლი,
მხრებზე ჩამოყრილ დათოვლილ ნაწნავს,
იწნავ და შემდეგ სარკის წინ იხდი.

იხდი, შეჰყურებ გამოცვლილ სხეულს,
ფანჯრის მინებზე დაგორავს წვიმა
და მოსრიალე წვეთების მსგავსად,
მოგინდა გასვლა სამყაროს მიღმა.

მოგინდა უკან გაქცევა წლებში,
დროს ააფარო უსაზღვრო ფარდა,
დარჩეს უჭკნობი, რაც იყო შენში
და სილამაზე კვლავ ნახოს ხალხმა.

ასე სარკის წინ ჩაკეტილს, სახლში,
უქმროდ, უშვილოდ- დაგცინის წლები,
ვით მეოცნება პატარა ბავშვი,
ისევ ნატრობ, რომ მოირგო ფრთები.

მაგრამ ხვდები, რომ ვერფერს შეცვლი,
მელანქოლიურს ატარებ ღიმილს
და შენს სხეულზე, მოურიდებლად,
დრო კიდევ დიდხანს მდუმარედ ივლის.

ჩაივლის წლები ლოდინში ისევ,
გახუნებული (დროისგან) ფირი...
მხრებზე ჩამოყრილ ჭაღარა ნაწნავს
სარკის წინ იშლი და ჩუმად ტირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები