ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


პ ო ე ტ ო!

შენ__მუხის, გამომშრალი  შეშის მარაგით,
მე__მხოლოდ წუხელ წაქცეული ალვის ამარა,
შენ__ჯადოქარი ლექსის კოცონის,
მიზიდულობით შეკრავ კამარას.
მე__ტყის  უნიათო რეინჯერივით,
ცეცხლს ძლივს ვანთებ და შიშინის მესმის ბგერები.
შენს გარშემო წრე__
აღფრთოვანებულთა ნათელი მზერა,
მაგ კოცონისვე მწველი ალებით.
მე__ კვამლისაგან მეწვის თვალები.
შენ მონაცვლეობით გესმის
აპლოდისმენტი__ტკაცატკუცი მსუყე რითმების.
მე__ყრუ ექო, ჩემივ სიტყვების.
ახლა შენ მკითხავ__რას ეწვალები?
მე მხრებს ავიჩეჩ__დარდს ვემალები.
მგონი უარს არ არის ურაკპარაკი,
რომ აიტანოს "ნაწვალები" ლექსის მარაგი...

მე ხვალაც მოვალ, როგორც დღეს, გუშინ,
ჩემსას ვიტყვი და შენსასაც ჩავიდებ გულში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები