ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
22 ივლისი, 2014


ფრინველების მერია

      განცხადებას აქვეყნებს,
      ფრინველების მერია,
      მრავალ ბარტყიანებზე,
      გაიცემა პრემია.

    იწყებს ნიკა მიღებას,
    გარეთ დიდი რიგია,
      უცხოელებსაც ხედავს,
      დასჭირდება გიდია.

    მცივანებზე გაიცემა,
    თბილი ქვეყნის საგზური,
    აცრებს ითხოვს ყველასთვის,
    დღეს სასაზღვრო პატრული,

  ვისაც ბუდე არა აქვს,
  მაინც შექმნა ოჯახი
  მუხის ტოტზე ექნება,
  პაწაწინა ,,ოთახი,,.

  სხვის ბუდეში კვერცხისთვის,
  სასჯელს იხდის გუგული,
  შეწყალებას კი ითხოვს,
არ პასუხობს სულდგმული.

  სუროგატი ჩიტები
  ცალკე იმუქრებიან,
  სამი კვირა სხვის კვერცხზე,
  მუქთად არ დაჯდებიან.

მომთაბარე ფრინველებს
ეხმარება ევროპა
  თბილი ბუდე–კარვები
მგონი ყველას ეყოფა,

სილამაზის კონკურსში,
ყელს იღერებს ხოხობი,
რატომ არ აირჩიეს,
  იმუქრება ოფოფი.

პენსიაზე გავიდა
არწივი და ოლოლი
თითო ნანადირევზე,
ცნობა ქონდათ ორ–ორი.

ეს რა მძიმე დღე იყო,
ქანცი გამოელიათ,
კიდევ კარგი არაა,
ეგ მწერების მერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები