ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2014


* * *

ისინი ისხდნენ_მე ვიდექი.
ისინი მისმენდნენ_მე არასდროს მილაპარკია არავისთან,
გარდა საგრიმიოროს სარკისა.
ისინი მღეროდნენ ჩემს სიმღერებს,
რომლებიც ჩემზე დაწერეს,
რომელშიც არცერთი ბგერა იყო მომღერალი.
მერე ბაღები გათოხნეს,
ალუბლის ფშანები ჩაყარეს,
ნერგები აერიათ
და შემოაღამდათ.
მე ვიჯექი_ისინი ისხდნენ.
მე ვყვებოდი_ისინი მისმენდნენ იმას,
რაც ჯერ არ გაეგოთ არავისგან,
არც უნახავთ,
საკუთარი სააბაზანოს კედლებს იქით
და მე ვმღეროდი მათთვის,
რაც მათ სიჩუმეზე დავწერე_
დამაყრუებელი მუსიკით.
ბაღებში ალუბლები აყვავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები