ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკუნა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


ნუთუ

ჩემზე ნუ ფიქრობ,
უიმედოდ დარჩე, ახია,
ის გული, შენ რომ გატარებდა
სადღაც მარხია.
ტალღებს ახლიან თოლიები
შენს ხსოვნას ზღვაში,
გახსოვს, როგორი მორიდებით
მიყვარდი მაშინ?
გახსოვს,როგორი
სიყვარული შემეძლო, გახსოვს?
თითქოს ვერასდროს გავასწორებ
თვალწასულ ნაქსოვს.
გახსოვს, როგორი გატაცებით
შემეძლო წერა?
მიწისქვეშ ვწევარ,
გული ისე ცივია უკვე.
ნუთუ არასდროს დაბრუნდება
ის აღმაფრენა?!
მოგონებები არ მჭირდება!
დარაბებს ვუკეტ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს