ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


მისტიკური სონეტი

ჩემი თითები ჩამოჰგავენ დამფრთხალ ღამურებს...
მთვარეა შავი. გიშერივით ჩანს თვალის ჭრილში...
შენ გზა იპოვე დაატარებ მზით სავსე ურმებს,
ჩემი წერილი უცხოა და უცხოა შიშიც...

გრძელი კალთები დაგიშვია ფერი-პორფირის,
შენია ზეცა, მე კი მიწამ სულ გადამრია...
შენ-ღმერთისაკენ, მე შენსკენ ვარ ხელაპყრობილი
და უშენობა გაწყვეტილი მძივივით ყრია...

დღეს თანახმა ხარ რომ სიმშვიდე მუხლებზე გეჯდეს
სხვა სამყაროს ხარ. სიბინძურის, ჭუჭყის გარეშე...
ჩემს ქალაქში კი წვიმა ჭედავს ელვისგან ბეჭდებს
მერე აგდებით მიაგორებს დახრილ მთვარეში...

შენ ამბობ რომ ორ გზას შორის ხარ პატარა ტირე
მე კი სამყარო არ მყოფნიდა რომ დამეტირე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები