ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2014


ლილი

ლილი
გაუმზადა ლილიმ ჩანთები ჯაბულოს, სოფელში ამგზავრებს. -აბა , შენ იცი, პირველად ბოსტანს მიხედე, ბალახები მოაცილე. მერე ღელეს ჩადი და ხარდანი წამოიღე. იქნებ ცოტა შეშაც მოაგროვო. მერე ბაბუცას ეზოც დასაბარია, სახლის სახურავზეც ადი არ ჩამოგვექცეს კრამიტი., კარალიოკი რო ჩაყარე ჭურში, მიხედვა უნდა იმასაც. რაღაცა ორი ძირი ვენახი გაქვს და ნუ გააფუჭებ. თემურიის მხრიდან ღობე ჩამოქცეულა-შეაკეთე. ცისანასთან გადადი სულ პატივს გვცემს და იმასაც წაუკარი ხელი.
დაეღალა ყურები ჯაბულოს,      დაესხა ბრუ. დასტაცა ხელი ჩანთებს და გარბის. ქუჩის თავში რომ გავიდა, ლილი უყვირის: დაბრუნდი, დაბრუნდი ჯაბულო, დამავიწყდა რაღაცა!..,
-რა  გინდა, რა- ახტა დახტა გადარეული კაცი.
-დაბრუნდი-- იმეორებს ლილი ჯიუტად.
მორბის ისევ უკან გადარეული ჯაბულო, დაყარა ჩანთები ძირს გაშალა ხელები,  ილანძღება კაცის პირობაზე .
-რადა-, ეუბნება ლილი მშვიდად- თინიკომ თქვა, დაიჭირე ვირთხა, კარგად გალახე, გაუშვი, ის წავა ეტყვის სხვა ვირთხებს და სახლში მათი ჭაჭანება აღარ იქნებაო-
ვაი, ლილის...
ხომ არ მოკლავს და გინებით აგინებს და ლანძღავს რაც შეუძლია. სტაცა  ისევ გადარეულმა და გაბოროტებულმა ჩანთებს ხელი და გაუდგა გზას ჩქარა.
ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში. ნაშრომი და ნაჯაფი ჯაბულო. მოილია სოფლის სამუშაოები. გადავიწყებული აქვს წყენა. რამოდენიმე დღის შემდეგ სხვათაშორის ეუბნება  ლილის:
-დავიჭირე ვირთხა, ვურტყი რაც შემეძლო, მერე გაუშვი და მეორე დღეს თემურიის სახლში თუ რამე ვირთხა იყო ჩვენთან მოიყვანაო.-

ქალი რომ მაინც ქალია. სულ უნდა აცდუნოს კაცი!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები