ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
8 მაისი, 2015


ბაქარი და მაიკო

ჰა, გამოჩნდა ბაქანი,
ატყდა ერთი ქაქანი,
იმოდენა რიგია,
თითქოს ჩადის ქალაქი.

ბებო, პაპაც გამოჩდნენ,
ხელებს უქნევს ბაქარი,
და აქედან უძახის,
მოგიტანეთ ბანანი.

განა მარტო ბანანი,
ჩანთასა ხსნის მაიკო,
აღარავის აცალა,
და ჩამოთვლა დაიწყო.

პაპას დიდი ბოტები,
ბებოს წყვილი კალოში,
როცა მაგრად იწვიმებს,
არ დასველდეთ ტლაპოში.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები