ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2014


აფხაზ მეგობარს

მერამდენე გაზაფხული,
ძალით მოჰყავთ მიმოზებს,
სევდიანი ჩემი მანჩა,
წასულ დღეებს იგონებს.
ფრთამოტეხილ იმედებთან,
დარჩა მარტოდ ეული,
მხოლოდ სიზმრებს შეუძლია,
გადალახოს ენგური,
ცირა ვეღარ დაივიწყა,
თუმცა ყავდა მადინა,
ზღვამ წარსული გამორიყა
და ის გულში ატირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები