ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2014


აგონია N 1........



უკვე მერამდენედ,უკვე მერამდენედ, ვებრძვი აგონიას,
დარდის გუბეებში,ჩემი გაცრეცილი სული ირეკლება,
მთელი ეს სამყარო -მკვდარი ოცნებების ფანტაზმაგორია,
ისე შევიყვარე,ისე შევიძულე თითქოს დილეგია,

როგორც პატიმარი-ველი მოუთმენლად,ვიღაც დაიძახებს,
კარებს გააღებს და ბილიკს გავუყვები,პულსის აჩქარებით,
ჩემი ერთგულება,ჩემი სიყვარული ვერსად დაინახეს,
ვგდივარ ამ საკანში,ირგვლივ ჭიებივით ჩემი ნაწლავები

ყრია და მე სუნთქვას,როგორც დედამიწას თავი დავანებე,
ყორნებს აქ რა უნდათ?!ჩემი მარტოობა დახრეს თხუნელებმა,
ღამეს, ალიონი უტევს ხმალშემართულ სხივთა ამალებით,
მოაქვს ზეციური,ჯერაც არნახული კეთილსურნელება-

ნიავს საიდანღაც,აგერ ორღობეში ჩიტიც აფრთხიალდა,
ვიწრო ხეივანში,წყვილი მისეირნობს-რაღაც უხარიათ,
თითქოს დედამიწა,ასე-უცნაურად წაღმა დატრიალდა,
ღამემ გაიყოლა ყველა გულმოკლულის მთელი მწუხარება...

მაგრამ ყველაფერი,კარგად გაშიფრული არის ილუზია,
ამდენ აფირისტში-უკვე მეც დავირქვი ილუზიონისტი,
დილას ჩემი დარდის ყველა ნაფეხური ისე წაუშლია,
სული გამექცა და თავზე ლაჩარივით ნავთი გადავისხი,

სუნთქვა მეზარება,მაგრამ ამ საკანში რაღაც არ მეთმობა,
გული დარდისაგან ისე გაიბერა ყელში მებჯინება,
სხვაგან-ტკივილებით,სევდის სიხარულით ვერსად გავერთობი,
სხვაგან არსად იცის,არსად,ამდაგვარი-მორცხვი შებინდება...

უკვე მერემდენედ,უკვე მერამდენედ,ვებრძვი აგონიას,
ჩემმა ოცნებებმა უკვე მერამდენე გიჟი გააცინა,
მთელი ეს სამყარო,მთელი ეს საკანი-გამონაგონია,
სიკვდილს ამჯერადაც კბილებ ალესილს და მშიერს გავაცილებ...

ვებრძვი აგონიას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები