ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2014


>>><<<

                           
მზე რომ თეთრია
და სითბოთი დაგვნათის თავზე,
ცა რომ გზაა
და სარბიელი უცხო ქარ(ებ)ის,
შენ რომ ჩემი ხარ
და შემიყვარდი უსასრულოდ,
სწორედ ამიტომ,
დასანანია წარმავალობა...
უსასრულოდ რომ ამეკრიფა
მაგ თვალებიდან  მზის ნამცეცები,
ან მომეწყვიტა დაუსრულებლად
შენი სურნელი,
ახალ-ახალი ქარი რომ მომაწვდიდა,
მაშინ იქნება რითმებიც კი მომეძებნა
ლექსის საწერად,
მაგრამ რადგანაც წარმავალია
ირგვლივ ყოველი,
მაშინ სიტყვებსაც აღარ მოვძებნი,
და ურითმო ლექსებს შევეფარები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები