ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2014


აგვისტოს ომის გმირებს

დღემდე მტკივა ყველა თქვენი
ჭრილობა და იარა
რა უდროოდ გმოცალეთ
უკვდავების ფიალა.
როცა ირგვლივ ცვიოდა,
მტრის ტყვიები ნაქუხი,
გაუმარჯოს სამშობლოს
იყო თქვენი პასუხი.
თქვენ ტყვეობას არჩიეთ
ბრძოლა ბოლო წვეთამდე,
ღამემ თვალი დახუჭა
ვარსკვლავების ცვენაზე.
წილად გერგოთ უდროოდ.
გმირებს საძმო საფლავი,
თქვენს ოცნებებს ზეცაში
არ დასცალდა ნავარდი,
დრო გავა, თქვეს საფლავთან
ქედს მოიხრის თაობა,
კიდევ ეთხელ შემოგფიცებთ
სამშობლოსთვის მზაობას.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები