ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2014


მას ჩემი სული ებარა

მას ჩემი სული  ებარა ერთ დროს,
მას ჩემი გულის სუნთქვა ებარა
და როცა ჩრდილი მიადგა ფერდობს,
  როცა ცას ბინდი გადაეფარა,
დავტოვე სახლი, კუთხე და ეზო,
იქნება დარდი გადამეყარა,
ვიდექი სადღაც სიშორის ზემოთ
და ჩემ წინ დუმდა მთელი ქვეყანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები