ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2014


ემიგრანტი ქალი

ეულ სასთუმალს ასველებს ცრემლი,
გადაიღალა წლები ლოდინით
ჰგონია უკვე არავინ ელის,
არ ეძახის თბილი ლოგინი.
შემოიჩვია ის სიმარტოვემ
საცაა მასში ჩაკვდება ქალი,
გადასულ დღეებს წაიღებს ქარი
მხოლოდ ქაღალდზე შემორჩა ქმარი.
ეს არჩევანი დრომ მოუტანა,
თუმცა ეძნელა მას კაცის ტვირთი,
ახლა რას იმზამს, უნდა იბრძოლოს,
რადგან ზღვაშია და ებრძვის ზვირთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები