ნაწარმოებები



ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: იუმორისტული
7 აგვისტო, 2014


ტრადიციების ცუდად მცოდნე ვალერა.

ალბათ ჩვენს ცხოვრებაში თითოეულ თქვენთაგანს გაგიგონიათ, ან გადაგხდენიათ ისეთი ამბავი, რომელიც თქვენში ღიმილს ან თუ ზედმეტად მხიარულია სიცილსაც იწვევს. მეც არ ვარ  გამონაკლისი და რათქმაუნდა, ბევრი ამდაგვარი ამბავი გადამხდენია და სხვასაც მოუყოლია ჩემთვის, რომელთაგან ზოგი ნაკლებად სასაცილოა, ზოგიც ძალიან სასაცილო. მე მინდა სწორედ ჩემს უბანში მომხდარი, ჩემი აზრით მხიარული ამბავი მოგიყვეთ, რომელიც არცთუისე დიდია და  არც მე არ შემწევს იმის უნარი, რომ  ჩემი ლექსიკით და სიტყვის მარაგით გავამდიდრო, ამიტომ ამ ამბავს მოგიყვებით ისე როგორც მე გამიგია.

გაზაფხული იყო მგონი, არ მახსოვს ზუსტად. ჩვენი უბნის კოლორიტი და ცოტა სასმელის მოყვარული ბატონი ვალერი კოდუა (ალბათ ასეთი კოლორიტი ყველა უბანშია) გზაზე მოდიოდა ცოტა შეზარხოშებული, გზად უნდა გამოევლო "იაღოვლების შტაბბინა", რომელსაც  გვერდს ვერ აუვლიდა. მოდის ჩვენი ვალერი და ხედავს "შტაბბინის" გასწვრივ, (სავარაუდოდ ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ) იაღოვლები იყვნენ ჩამწკრივებულნი. ვალერიც მივიდა და რიგში ჩადგა. თურმე რაღაც ტრადიცია ქონიათ იაღოველებს: ჩადგებიან  რიგში, ჩამოატარებენ ღვინით სავსე ყანწს, რომელიც თითო-თითო ყლუპით უნდა დალიოს ყველამ. ვალერი პირველი ჩადგა რიგში და რათქმაუნდა არიცოდა ამ ტრადიციის არსებობის შესახებ და როგორც კი მიაწოდეს ყანწი, ერთი მოყუდებით გამოცალა. გაოცებულმა  იაღოვლებმა ბატონი ვალერის "ლიკვიდაცია" მოინდომეს და გემრიელად მიბეგვეს, რის შემდეგაც იგი 2 დღე საწოლში იწვა და მარტო ფაფას ჭამდა.

თუ უადგილო იყო ამ ამბის ამ საიტზე დაწერა ბოდიშით !

პატივისცემით თქვენი დღლოფინიჩი! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები