ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


ოდა მეგრულ სიმღერებს

თუ გიმღერეს ,,ართი ვარდი,,
ჩათვალეთ რომ შეუყვარდით.

თუ გიმღერა ქალმა ,,ნანა,,
ჩათვალე რომ შვილად ყავხარ..

თუ გიმღერეს ,სისა ტურა,,
გულს მალამო სხვა არ უნდა.

თუ იმღერეს ,,აშო ჩელა,,
ღამე ხდება თუთარჩელა.

სხვაგან ვერსად ნახავთ ცირას
ასე ლამაზს თვაციმციმას.

მთვარეს უყეფს არიქაა
,,არამი დო შარიქა,,

თუ გიმღერეს ,,ჯანსულო,,
დაგავიწყებს ,,ჩაკრულოს,,.

ჩვენი ,,კუჩხიბედინერი,,თ
დალოცვილი არის ერი

ბჟა–დედაა,თუთა– მთვარე
,,სა მ ა რ გ ა ლ ო გ ვ ა ლ ო  შ ხ ვ ა რ ე,,.,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები