ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2014


ხატი

-შეაკავე ის ღობე წესიერად, ღორები იჭვრიტებიან შით,-გამოსძახა ბოსტნიდან ლილიმ ქმარს.
-გუშინ რომ გენადი იჭვრიტებოდა  , მაშინ რატომ არ თქვი რამე?-
-ვაი, შე უბედურო-
-არ მცალია, არაყი უნდა გამოვხადო-
-გამოხდამდე დაგილევს ბიჭი-
-მაგას კი იზამს...
-ბოსტანში ზევიდან და ქვევიდან მოძვრებიან ქათმები, რეჰანი ვერ გავახარე-
-ხო, აბა, ურეჰანოდ რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?!-
არყის გამოსახდელად მოეზიდება ქვაბებს, შეშას, ამზადებს წყალს...
-შენ, ამას შეხედე, ძაღლს ამოუგდია კრუხი საბუდრიდან და თვითონ ჩამჯდარა შიგ.-
ვაი, მოვკლავ მაგას- გამოვარდა ბოსტნიდან ჯოხით ლილი-
-რა უჭირს ძაღლ- წიწილები გვეყოლება-
გაუკვირდა ძაღლს რას მერჩიანო და გადაახტა თემურიის ღობეს. დაანება ლილიმ ძაღლის დევნას თავი, მოისროლა ჯოხი, წინსაფარი მოიძრო.
-სად მცალია ძაღლის სადევრად, დღეს ქალებს ხატი მიგვაქვს რიონის პირზე, უნდა გავბანოთ, ვილოცოთ და წვიმა მოვიყანოთ.-
-არ შეგეშალოს ქალო ლოცვა და თოვლი არ მოიყვანო ამ შუა აგვისტოში, არ გაგვყინო ხალხი!...
საოცოდავი ხალხი, ეს წვიმაც მაგათი საჭირბოროტო რომ არის...
რას აკეთებს ის მთავრობა ცაში?!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები