ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2014


ზამთრის ღამე

მამლის ყივილზე ჩუმად
მიიპარება ღამე,
გაეკიდება ძაღლი,
ცაზე მიმავალ მთვარეს.
გაიზმორება დილა,
სითეთრე მომჭრის თვალებს,
და სათითაოდ აკრეფს
დარჩენილ ვარსკვლავთ ცაზე.
აისვეტება კვამლი,
სულყველა სახლის თავზე
და კარდინალი სახლის
გადმოაბიჯებს კარზე.
ისევ ბავშვურად მიყვარს
ზამთრის გრძელი ღამე
ცა ფიფქად ჩამოსული
და დამალული მთვარე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები