ეკა კვიციანს
სულგრძელობაა სიყვარული, ჩემო ძვირფასო, უკვე ისე ვარ, არაფერი აღარ მაკვირვებს, მაგრამ მე მესმის შენი ყველა სიმშვიდის ფასი, ვხედავ თვალების უპეებში ტკივილს, ჩაკირულს.
ან ვის უვლია უფლის გზაზე ცოდვის გარეშე, ან პოეზიას რად უწოდეს მალამო სულის, როგორც ვედრება უძილობით დაღლილ ღამეში, დგას მოგონება, სურათიდან გარდამოსული...
ქარს არაფერი ჰქონია და რას მოიტანდა, სიცარიელის უმოწყალო შეგრძნების გარდა, რა ამაოა, რომ ერთხელაც დასრულდეს ტანჯვა დროში, რომელიც მუდამ უფრო უდროოს ჰგავდა.
მაგრამ გულს სიღრმე ემატება და ტკივილებიც მთელი სიმძიმით ფსკერისაკენ იძირებიან, გაუცხოებაც შეიძლება დაარქვას ვინმემ, ზოგისთვის, ალბათ, ამ შეგრძნებას სიცივე ჰქვია...
გულწრფელობაა სიყვარული, მე ასე მჯერა, და ყველა სიტყვას სიცხიანი თითებით გიწვდი, ვინ რას გაიგებს, ვინ გაიგებს რამეს, ვინ - ვერა, არის სულერთი. ხმა ჩამესმის იმ მუჭა მიწის
შენს ოცნებებს რომ მზის სინათლე გამოაცალა, ეს სტრიქონებიც, მგონია, რომ ექოა მისი, და იქნებ აქვე დავასრულო, იყოს რაცაა... თავგანწირვაა სიყვარული, მე ასე ვიცი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გაიხარე, ზაზა...
გაიხარე, ზაზა...
17. მშვენიერი ლექსია ესეც ... მშვენიერი ლექსია ესეც ...
16. საინტერესი მოსაზრებაა, მთვარევ. ზოგადად, ვრცელი თემაა - ძნელია რომელმე ფრაზაში და მითუმეტეს სიტყვაში ჩატევა. ეს ლექსი უფრო კონკრეტულ რეალობას მოჰყვა. თუმცა, "ცოდნას" რაც შეეხება, არის შემთხვევები, როცა თავგანწირვაც ღირს, სხვა ყველაფერთან ერთად, მე ვფიქრობ და მჯერა. :) გმადლობ...
საინტერესი მოსაზრებაა, მთვარევ. ზოგადად, ვრცელი თემაა - ძნელია რომელმე ფრაზაში და მითუმეტეს სიტყვაში ჩატევა. ეს ლექსი უფრო კონკრეტულ რეალობას მოჰყვა. თუმცა, "ცოდნას" რაც შეეხება, არის შემთხვევები, როცა თავგანწირვაც ღირს, სხვა ყველაფერთან ერთად, მე ვფიქრობ და მჯერა. :) გმადლობ...
15. "ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო" ფრიდრიხ ნიცშე. -მე ასე ვიცი ,,, "ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო" ფრიდრიხ ნიცშე. -მე ასე ვიცი ,,,
14. ნილა :) ჰო...
ნილა :) ჰო...
13. თავგანწირვაა სიყვარული, მე ასე ვიცი. ... :) თავგანწირვაა სიყვარული, მე ასე ვიცი. ... :)
12. უღრმესი მადლობა, მუხა და დარე! გაიხარეთ...
ფერისცვალების დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
უღრმესი მადლობა, მუხა და დარე! გაიხარეთ...
ფერისცვალების დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
11. და იქნებ აქვე დავასრულო, იყოს რაცაა... თავგანწირვაა სიყვარული, მე ასე ვიცი.
ძალიან კარგია ასეთი სიყვარული!<3 ++ და იქნებ აქვე დავასრულო, იყოს რაცაა... თავგანწირვაა სიყვარული, მე ასე ვიცი.
ძალიან კარგია ასეთი სიყვარული!<3 ++
10. კარგი ლექსია თავის კომენტარებიიანად! სულ მზე და სიხარული შენს უსაზღვრო კეთილ გულს! კარგი ლექსია თავის კომენტარებიიანად! სულ მზე და სიხარული შენს უსაზღვრო კეთილ გულს!
9. მადლობა, ზაზა.
მადლობა, ზაზა.
8. კარგია თეა . +5 კარგია თეა . +5
7. გმადლობთ!..
ესეც პასუხი:
თეა თაბაგარს
თავგანწირვაა სიყვარული და მეტიც, ალბათ, (თუკი რამეა სამყაროში ამაზე მეტი), ახლა ცრემლები გროვდებიან თვალებში ჭარბად, ამომიშენე სულში ახლა სინათლის სვეტი...
თურმე სცოდნია თანაგრძნობას სენტიმენტები, სითბო სცოდნია, გათოშილი სულის სალბუნად, სხვა...კარგად იცი, როგორც ბჭობენ ხოლმე ღმერთები, და ისიც, ჩემთან სიცივემ რომ დაისადგურა
დიდი ხანია და აღარ ღირს ამაზე ფიქრი, აღარც გზადაგზა აკრეფილი მტვერი ღირს რამედ, მე ახლა წუთებს მხოლოდ ერთი რამისთვის ვითვლი, რომ დავივიწყო ის, რაც დღემდე ჯიუტად ვთვალე...
და ყველა სიტყვას, სიცხიანი თითებით მოწვდილს, აბორგებული სულის ფსკერზე ვიქარგავ ახლა, მე სინამდვილეს დიდი ხნით და მანძილით მოვწყდი, და მხოლოდ მაშინ შევშინდი და ვიგრძენი დაღლა
იმ მუჭა მიწით რომ დავდექი ღია საფლავთან, შიშმა რომ სული ჩამომკაწრა ბასრი ბრჭყალებით, დღეს სიყვარულზე ლაპარაკიც უკვე დამთავრდა და მხოლოდ ტკივილს ირეკლავენ ჩემი თვალები...
მაგრამ რაც არის, როგორც არის, თუკია რამე, იყოს, ჩვენ დუმილს ვაგროვებთ და გულებში ვტკეპნით, ერთი მისხალი თანაგრძნობით ვიცხოვრებთ, ბარემ, თავსაც გავიტანთ, თუ არ გვერგო საგზალად მეტი...
პოეზიაო, შენ ახსენე, სულის სალბუნად, ვინ მოიგონა, რას იტყოდა ამაზე მწარედ... სიმშვიდეს ვეძებთ ღამეებში მყუდრო სადგურად, ლექსები გულის მოგიზგიზე კოცონზე გვწვავენ...
თავგანწირვაა სიყვარული, ჰო, ჩემო თეა, და ბოლოს მაინც, სინანული უფროა, ალბათ... ვერ ვითვლი უკვე, მერამდენე დღეა თუ თვეა, ეს სინანული დამაქვს მხოლოდ ჯილდოდ თუ დარდად...
ეკა კვიციანი გმადლობთ!..

ეკა კვიციანი
5. კარგია ++++ კარგია ++++
4. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო!
შეგახსენებთ ყველას, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში დღეს გაიმართება, ყველა მსურველს ექნება დასწრების და, შესაწირი ყუთის მეშვეობით, 11 წლის გიორგი ჯიშკარიანის დახმარების შესაძლებლობა. ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, არსებობს სპეციალური სატელეფონო და საბანკო ანგარიშის ნომრები თანხის გადასარიცხად.
ტელ.: 0901700703 (ზარის ღირებულება 1 ლარი) საქართველოს ბანკი:GE55BG0000000294612100 მიმღები დედა - ია კოხრეიძე. Ia Kokhreidze
მონაწილეების შესახებ იხილეთ "ლიტმოვლენა"-ში.
უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას!
დიდი მადლობა, ჩემო კარგებო!

2. კარგი ავტორ-ადრესატი. კარგი ავტორ-ადრესატი.
1. რაღაცნაირად შემძრა,შემაზანზარა.დასასრულმა კი ბოლოს დასმული ძახილის ნიშანივით თითქოს იყვირაო სულის სიღრმიდან.
ან პოეზიას რად უწოდეს მალამო სულის :( ეეჰ.
თეა შეუდარებლად მგრძნობიარე და სასწაული ხარ როგორც ყოველთვის <3
მიხარია რომ ხარ და არსებობ.მავსებს შენი თითო სტროფი და მერე როგორ.<3 +++++ რაღაცნაირად შემძრა,შემაზანზარა.დასასრულმა კი ბოლოს დასმული ძახილის ნიშანივით თითქოს იყვირაო სულის სიღრმიდან.
ან პოეზიას რად უწოდეს მალამო სულის :( ეეჰ.
თეა შეუდარებლად მგრძნობიარე და სასწაული ხარ როგორც ყოველთვის <3
მიხარია რომ ხარ და არსებობ.მავსებს შენი თითო სტროფი და მერე როგორ.<3 +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|