ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2014


უარი

უკვე ვუთხარი ჩემს თავს უარი,
მიმართული მაქვს ცისკენ გონება,
არც სიცოცხლეში მედება ბრალი
და არც სიკვდილი მეპატრონება.
დამღალა თოვლმა, მარტმა დამღალა,
ურჩი და უნდო გახდა ბუნება,
გადამიყოლა ლამის ზამთარმა,
თოვლმაც დაკარგა ძველი ცდუნება.
დავხუჭავ თვალებს, არ ჩანს სოფელი,
წუთისოფელი ასე მწირია,
თითქოს მიწისგან რამეს მოელი,
და ამ მიწაზეც რა სიმცირეა.
ჩვენ ერთად დიდხანს ვზვერავდით მინდვრებს,
რა ლურჯად ჩანდნენ ზვრებში იები,
და უცებ ჩახმენ იები მერე,
თოვლით და ქარით ნაპატიები.
უცებ გახუნდა მდელო და ფერდი,
მზის ნასახლარი ჩეროში მიწვა,
ჩამოილია მეასე გვერდი
და ცის მახლობლად გამოჩნდა მიწა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები