"იქნებ იყავ, იქნებ არც კი იყავი და მოგიგონე". (ჟადენ)
გამოვიგონე. შენი სიმშვიდე გამოვიგონე, თორემ დღეების უღვთო ღრიალში რომელი ზღაპარი მიშველიდა? ანდა, რომელი უშვილო დედაბერი მიშვილებდა? გამოგიგონე. კიდევ კარგი, რომ გამოგიგონე, თორემ გულქვა დედინაცვალი შინიდან გამიშვებდა და მანამ ივიშვიშებდა, სანამ მამაჩემი... ეჰ, რაღა გავაგრძელო? ვინ იფიქრებდა! ისედაც იცი. გამოგიგონე! ოცნებით შუა გზაზე რომ დაგწეოდი და ხელისგულიდან გაქცეული ბედისწერისთვის წყაროზე ჩამესწრო, გულიდან წუხილი მოვიგლიჯე, ხელუკუღმა მოვისროლე, უკან რომ აღარ მიმეხედა და აღარაფერი დამენახა. გამოგიგონე! მოგონებებში ახლადფეხადგმული ბავშვივით რომ აგდევნებოდი, კვალში ჩაგდგომოდი, მთვარის შუქის ვერცხლისფერი ნაცრისფერი გუბეებიდან მეგროვებინა და სიბერეში გაუთენებელგანთიადშუბლზეწაკრულს, უთვისტომოს, უსინათლოს, ნისლით სავსე სათლით ხელში, აჭრილი რძის ქაფიდან სავსე მთვარე ამომეგორებინა და ზამთრის გრძელ ღამეებში, გორას როცა მიეფარებოდი, ფერდაკარგული მუყაოს ქაღალდიდან შენი ჩემთან ყოფნა ხელთავიდან ახალ მთვარედ გამომეჭრა. გამოგიგონე! მერე ვიქნებოდი შენით მთვარეული და შენთან ერთად გადავივლიდი მოთიბულ ველებს. შენი თვალებით დავითვლიდი ყველა იმ თავთავს, მზით გარუჯული ხელებით რომ თავთუხისფერ ნაწნავებში ჩამიწნავდი. მე ვიქნებოდი მთვარეზე დაწინდული და სარეცელზე ძილისპირულის ჭრელ სიზმრებს ჩუმად მოვპარავდი თავგასულ ფერებს. ხელისკანკალით მოვქსოვდი პაწაწინა წინდებს და დათოვლილ ბილიკებზე დედა ბეღურას სიფრთხილით გადავაფრენდი ჩავარდნილ თვლებს__ ფრთამოტეხილ უმწეო ბარტყებს. შიგ ჩავაქსოვდი ყველა დღეს და სუყველა ღამეს, ყველა ამბავს და ყველა ზღაპარს! ყველა იგავს და ყველა არაკს! ტყუილს და მართალს! მოგიყვებოდი, ჩემი ხელებით ამოყვანილ მზეს, როგორ ვახვევდი თეთრ მარლაში თოთო ბავშვივით, ანდა, სათუთად როგორ ვასხამდი რძისფერ გემოს სადღვებელაში და ღვთისმშობელის სადიდებელ ლოცვასთან ერთად, როგორ ვმღეროდი "იავნანას" ია-ვარდის დედაშვილობის... და ირწეოდა აკვანი ჩვილის და აღარ იდგა მიწური უბრად. გაოცებული, თეთრი ფრთებით მაგ სიჩუმეში, შენი სიმშვიდე მუხლებზე იდგა. ... კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
25.03.2014
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. თანანა, დიდი მადლობა ძალიან. გამეხარდა...:) ნინა გორდაძე, ნუნუ, ლიკუსა, გმადლობთ.
თანანა, დიდი მადლობა ძალიან. გამეხარდა...:) ნინა გორდაძე, ნუნუ, ლიკუსა, გმადლობთ.
20. აი, ლექსიი!!! აზრით, სიღრმით, შინაგანი რიტმით, ექსპრესიით და მეტაფორების წვიმით!!! ეს კი შუბლზე წავიკარი- "გაუთენებელგანთიადშუბლზეწაკრულს", საოცარი ენერგეტიკის მქონე სიტყვაა, სევდა-დარდ-წუხილ ჩატეული... 5 აი, ლექსიი!!! აზრით, სიღრმით, შინაგანი რიტმით, ექსპრესიით და მეტაფორების წვიმით!!! ეს კი შუბლზე წავიკარი- "გაუთენებელგანთიადშუბლზეწაკრულს", საოცარი ენერგეტიკის მქონე სიტყვაა, სევდა-დარდ-წუხილ ჩატეული... 5
17. კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
++ კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
++
16. მადლობა, სამყაროს მიღმა, ნათია, სინო-სან... მადლობა, სამყაროს მიღმა, ნათია, სინო-სან...
15. მე ძალიან მომწონს! ' 5 მე ძალიან მომწონს! ` 5
12. მადლობა ჩემს სტუმრებს, ნამდვილად რომ არსებობენ და გამოგონება არ მჭირდება. მადლობა ჩემს სტუმრებს, ნამდვილად რომ არსებობენ და გამოგონება არ მჭირდება.
11. მაგდალენა ბეი, სად იყავით ამდენხანს, სად...
მადლობა ჟადენს და მის ლექსს - ამ ლექსისთვის !
მაგდალენა ბეი, სად იყავით ამდენხანს, სად...
მადლობა ჟადენს და მის ლექსს - ამ ლექსისთვის !
10. კიდევ კარგი,რომ ოცნებისა და ფანტაზიის უნარი მაინც შეგვრჩენია ადამინებს,თორემ რა გაუსაძლისი იქნებოდა ცხოვრება. მომეწონა +++++ კიდევ კარგი,რომ ოცნებისა და ფანტაზიის უნარი მაინც შეგვრჩენია ადამინებს,თორემ რა გაუსაძლისი იქნებოდა ცხოვრება. მომეწონა +++++
9. გამოვიგონე. შენი სიმშვიდე გამოვიგონე, თორემ დღეების უღვთო ღრიალში რომელი ზღაპარი მიშველიდა?
ძალიან მომეწონა 5 გამოვიგონე. შენი სიმშვიდე გამოვიგონე, თორემ დღეების უღვთო ღრიალში რომელი ზღაპარი მიშველიდა?
ძალიან მომეწონა 5
7. კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
მომეწონა! კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
მომეწონა!
6. კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
მომეწონა! კიდევ კარგი, გამოგიგონე, თორემ უშენოდ რა მოიყვანდა წუხანდელ სიზმარს?!
მომეწონა!
5. რა ლამაზიაა...:-*
"ოცნებით შუა გზაზე რომ დაგწეოდი და ხელისგულიდან გაქცეული ბედისწერისთვის წყაროზე ჩამესწრო"...
ერთნაირი ბუნების ადამიანებს, მგონი ოცნებებიც ერთნაირი აქვთ...:-* რაღაცით ჩემი " უფლის ჩიტები" გამახსება ახლა ამ ნაწერმა... მაგდალენა...:-* აღარ დაიკარგო ასე დიდი ხნით...:)
რა ლამაზიაა...:-*
"ოცნებით შუა გზაზე რომ დაგწეოდი და ხელისგულიდან გაქცეული ბედისწერისთვის წყაროზე ჩამესწრო"...
ერთნაირი ბუნების ადამიანებს, მგონი ოცნებებიც ერთნაირი აქვთ...:-* რაღაცით ჩემი " უფლის ჩიტები" გამახსება ახლა ამ ნაწერმა... მაგდალენა...:-* აღარ დაიკარგო ასე დიდი ხნით...:)
4. გაუთენებელგანთიადშუბლზეწაკრულს...
გაუთენებელგანთიადშუბლზეწაკრულს...
3. ჩემთვის ეს განსაკუთრებით ემოციურია,მომეწონა ძალიან. ჩემთვის ეს განსაკუთრებით ემოციურია,მომეწონა ძალიან.
2. ცხოვრება თავად გამოგონილ სიზმარს არ გავს?!
ცხოვრება თავად გამოგონილ სიზმარს არ გავს?!
1. მადლობა ჟადენს და მის ლექსს საოცარი ემოციისთვის. მადლობა ჟადენს და მის ლექსს საოცარი ემოციისთვის.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|