ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2014


ჯაბულო

  ვაი,- კვნესის ჯაბულო- ჭვალი აქვს, ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, ვერ დგება და ვერ ჯდება. წევს ზურგშექცევით.
-გადმობრუნდი ჯაბულო, უნდა შეგილოცო და მორჩები. თავს დასდგომია ლილი დანით და ნახშირით.
-ვაი, არ შემიძლია,- ლუღლუღებს ავადმყოფი.
-მიდი, მოახერხე, არ გინდა რო მორჩე?- სადამდე უნდა იყო მასე დავარდნილი.
დიდი წვალებით,  კვნესით, ოხვრით, ოფლისღვრით, ბრუნდება...
.ჩამოუჯდება საწოლზე ლილი. და ილოცება:
"პეტრემ უთხრა პავლესა,
რათ არა სჭამ პურსა,
მით არა ვსჭამ პურსა,
ჭვალა მაქვს გულსა."
და ჩერდება. - მერე?- დაინტერესდა ჯაბულო-
- მერე დამავიწყდა...
-ვაი, ვაი,-კვნესის ავადმყოფი. ერთი ვაი ნიშნავს, ვაი ჩემს პატრონს და მეორე ვაი, შენი იმედი ექნა ჩემს მტერს.
-ნუ გეშინია, მეორე ლოცვაც ვიცი და მოუხდება მაგას. იხტიბარს არ იტეხს ლილი
მიიტანს ნახშირს დანასთან, აჭრის ცოტ- ცოტას და გულმოდგენედ აგრძელებს:
-მოფურჩხულო დედიანო, მოფურჩხულო მამიანო., ნათესავ- ბარაქიანო, რა გინდათ ამასთან, რა თავი გიტკენიათ, რა გული გიტკენიათ,რას შეგიწუხებიათ. გამოდი, გამოეყარე, გამოდი, გამოეყარე. კანში იყო კანში გამოდი, ტანში იყო ტანში გამოდი, კარში იყო კარში გამოდი. გამოდი გამოეცალე. ამ ჯაბულოს გამოეყარე, სხვა ჯაბულოს შეეყარე, ამ ჯაბულოს გამოეყარე, სხვა ჯაბულოს შეეყარე...
ვაი, სხვა ჯაბულოს!...
ადგა გაჭირვებით ეს ჯაბულო და თვითონ გაეცალა ჭირს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები