ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2014


დედა

მთვრალი ვარ, ფეხი ისევ მერევა,
და წავიქეცი თოვლიან გზაზე,
ვიღაც გაივლის დახედავს სხეულს,
გაიღიმებს და თავს გადააქნევს.

რა იცის, რატომ ვაგდივარ მარტო,
რატომ გავაქრე დარდი სასმელში,
რა იცის ეხლა მე რაზე ვნატრობ,
ან ამ დონემდე რატომ დავეშვი.

სახლში მელიან დედის უძილო,
ღამენათევი შავი თვალები,
მეკი ყინვაში მთვრალი ვაგდივარ,
და არც არავის არ ვენანები.

ფიფქების კრება მიყინავს სახეს,
ვგრძნობ რომ სხეული ვეღარ ინძრევა,
ყველა გამვლელი სევდით მიყურებს,
დახმარებას კი არვინ მპირდება.

მაგრამ მე არ მწყინს არავის ქცევა,
ყველას თავისი აწუხებს ფიქრი,
ხომ შეიძლება ხვალ თქვენ ეყაროთ,
ზუსტად იქ სადაც ეხლა მე გიცდით.

ხომ შეიძლება თქვენც მოგერიოთ
დარდი და დათვრეთ საკუთარ თავთან,
ხომ შეიძლება თქვენც მიგატოვონ,
და ვერ მიხვიდეთ ნასვამი სახლთან.

სადღაც კი დედა ღამეს მითენებს,
დარდობს და ცრემლი ერევა ხმაში,
იქნებ ცოცხალი ვეღარც მიხილოს,
და მიმიტანონ უძრავად სახლში.

უკვე ვხვდები რომ წამები რჩება,
ვერ დავამარცხე სასმელის კვალი,
ვიცი რომ მალე გავიყინები,
და მე გავხდები უბრალო მკვდარი.

მაგრამ უეცრად სახეზე ცივი,
ფიფქების ნაცვლად მეცემა წვეთი,
ადექი შვილო, წავიდეთ სახლში
და ლოყას მითბობს ნაცნობი ხელი.

ავყავარ, გულში მიხუტებს მაგრად,
თითქოს ისევ ვარ პატარა ბავშვი,
მივყავარ დედას ახალშობილი,
მივყავარ ჩემთვის საყვარელ სახლში.

ჩამოვეკიდე მოკუზულ მხრებზე,
მას სიყვარული უფეთქავს ხმაში,
და ჩვენ მივდივართ თოვლიან გზებზე,
დედა–შვილი და ფიფქების ვალსი.

გამვლელი უკვე ღიმილს მაგებებს,
მას გონია რომ მე მიმყავს დედა,
სადღაც ჩემს უკან სიკვდილი დარჩა,
და იქვე დარჩა უაზრო სევდაც.

მივდივართ გზაზე მე და ნამდვილი,
ჩემი მეგზური და ჩემი ყველა,
მივდივართ ოთხნი ნაცნობ ბილიკზე,
მე, სიყვარული, თოვლი და დედა.

02.05.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები