ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2014


კაბა

ზის ლილი პარმაღთან,წელს იტკიებს.
-ადი ერთი ზევით, სკამზე კაბაა გადადებული და ჩამომიტანე!- სთხოვა ქმარს
ავიდა, ვერ იპოვა, ჩამოვიდა.
-მაშინ ტახტზე იქნება მიფენილი-
ავიდა. ეძება. ვერ იპოვა. ჩამოვიდა.
-არ არის!
-კედელზე ხომ არ არის მიკიდებული!-
-არ არის!-
-გადი, მეორე ოთახში მოძებნე!-
-არც იქ არის!-
-აივანზე?
-არ არის!-
-კარადაშიც ნახე!-
იქაც ნახა, არ იყო.
შეისვენა ცოტა ხანს და მერე ასძახა:
-ჩამოდი, ჩამოდი, ჯაბულო, აგერ მცმია მე!...
ეს პირველი შემთხვევაა როცა ვერ მოვიფიქრე დასკვნა.
იყოს ასე დაუსკვნელად რა უჭირს?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები