ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დგას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა, მე, ალკოჰოლი, მეძავი და ღამის კაბარე, იქვე, კუთხეში გასრესილი აგდია ვირთხა, კარტი, თამბაქო, უკვე ალბათ, სულიც წავაგე.
დგას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და სამი ჭიქა, მე, ალკოჰოლი, მეძავი და ბებერი ლოთი, ბინძურ ხელებზე გაბედულად დაცოცავს ტკიპა, ამოცლილი აქვს ნაწილ-ნაწილ მაჯებზე ხორცი.
დგას ბუღი, კვამლის მძიმე სუნი და თითქოს მომწონს, როგორ ახველებს ჭლექიანი მოხუცი გლეხი, მსუქანი კახპა თავის მკერდით კომისარს ათბობს, შემოალგა ფართე მხრებზე ორივე ფეხი.
დგას სუნი სისხლის, გასრესილი მწერების გროვა, გამოდის ქალი ოთახიდან, ისწორებს კაბას, მოჰყვება მღვდელი ნაკვალევით ტუჩების ყელში გამოცლის ჭიქას, მერე ისევ დაისხამს ახალს.
და მეც, პოეტი, ანდა ახლა უბრალოდ, ლოთი, ამ კაბარეში მაინც ბოლო ერთი გვაქვს ყველას, არა აქვს აზრი, გლეხი ხარ თუ ვინმე მდიდარი, არა აქვს აზრი, ამას მაინც ვერავინ ხედავს.
ერთი გვაქვს ცოდვა გაყვითლებულ სკამებზე ძილის, დილა სუყველას დააყენებს თავის ადგილას და დატოვებენ დღის კაბარეს ნელ-ნელა ფიქრით, ხვალ ყველაფერი დაიწყება ისევ თავიდან.
დგას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა, მე, ალკოჰოლი, მეძავი და ღამის კაბარე, იქვე, კუთხეში, გასრესილი აგდია ვირთხა, კარტი, თამბაქო, უკვე ალბათ, სულიც წავაგე.
და მოდის დილა, ხალხს გალეშილს, ბახუსით მოკლულს, არ სურს უყუროს ერთმანეთის თვალებში სირცხვილს, სუყველა ჩუმად იპარება სადღაც კარისკენ, მხოლოდ მეძავი იღიმის და ხურდა ფულს ითვლის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რა (არა)ესთეტიკური ლექსია :)
და არცთუ ისე ცუდი, სხვათაშორის ;)
თითქოს ძველ, ამერიკულ ფილმს ვუყურე.
გეთანხმები :) რა (არა)ესთეტიკური ლექსია :)
და არცთუ ისე ცუდი, სხვათაშორის ;)
თითქოს ძველ, ამერიკულ ფილმს ვუყურე.
გეთანხმები :)
18. მომწონს შენნაირ ბოGGGGემა ტიპებს რომ ეკაიფებიან ხდხდხდ მომწონს შენნაირ ბოGGGGემა ტიპებს რომ ეკაიფებიან ხდხდხდ
17. ხო დამცირებულად ვგრძნობ თავს ძაან :)) მარა შენრ ატო გაგიხარდა ეგ ვერ გავიგე :) ხო დამცირებულად ვგრძნობ თავს ძაან :)) მარა შენრ ატო გაგიხარდა ეგ ვერ გავიგე :)
16. შენ იკაიფე და მაგრად დაგცინა: ))))))) :დდ ცუდი ლექსია შენ იკაიფე და მაგრად დაგცინა: ))))))) :დდ ცუდი ლექსია
15. აუ შენი სახით პატარა კრიტიკოსი მყავს :))))) აუ შენი სახით პატარა კრიტიკოსი მყავს :)))))
14. იმას რა ერქვა,ხო დუმბაძემ დაწერა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
შენ კიდევ "მე,ალკოჰოლი, მეძავი და ღამისკაბარე"
ოცდამეერთე საუკუნეა ვერაფერს იტყვი:დ იმას რა ერქვა,ხო დუმბაძემ დაწერა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
შენ კიდევ "მე,ალკოჰოლი, მეძავი და ღამისკაბარე"
ოცდამეერთე საუკუნეა ვერაფერს იტყვი:დ
13. მე მომეწონა რატომღაც,რაღაცნაირი განწყობა იყო ლექსში :)) ++ მე მომეწონა რატომღაც,რაღაცნაირი განწყობა იყო ლექსში :)) ++
12. არაესთეტიკური თუ კაზანტიპური ჯონათან? :))) კარგია. რავი. არარეალურიც არაფერია. არაესთეტიკური თუ კაზანტიპური ჯონათან? :))) კარგია. რავი. არარეალურიც არაფერია.
11. ანტიდოგმატური (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ლექსია ეს. განწყობის ბრალია. ასეც ხდება. :) მე მომწონს.
ანტიდოგმატური (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ლექსია ეს. განწყობის ბრალია. ასეც ხდება. :) მე მომწონს.
10. მეც შორს ვდგავარ პოეზიისგან :)) მეც შორს ვდგავარ პოეზიისგან :))
9. არც თუ ისე ესთეტიკური ლექსია :) კარგი შესრულებულია მაგრამ შორს დგას პოეზიიდან!
+3 არც თუ ისე ესთეტიკური ლექსია :) კარგი შესრულებულია მაგრამ შორს დგას პოეზიიდან!
+3
8. ძლიერია საკმაოდ ;) ძლიერია საკმაოდ ;)
7. ძლიერია საკმაოდ ;) ძლიერია საკმაოდ ;)
5. დგას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა, მე, ალკოჰოლი, მეძავი და ღამის კაბარე, იქვე, კუთხეში გასრესილი აგდია ვირთხა, კარტი, თამბაქო, უკვე ალბათ, სულიც წავაგე +2 დგას მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ორი ჭიქა, მე, ალკოჰოლი, მეძავი და ღამის კაბარე, იქვე, კუთხეში გასრესილი აგდია ვირთხა, კარტი, თამბაქო, უკვე ალბათ, სულიც წავაგე +2
2. მეც მაგას ვუყურებ კაკრაზზზ აჰა და შენც უყურე :) http://allmovies.cc/ge/#movie/ACBFCI მეც მაგას ვუყურებ კაკრაზზზ აჰა და შენც უყურე :) http://allmovies.cc/ge/#movie/ACBFCI
1. რა (არა)ესთეტიკური ლექსია :)
და არცთუ ისე ცუდი, სხვათაშორის ;)
თითქოს ძველ, ამერიკულ ფილმს ვუყურე.
რა (არა)ესთეტიკური ლექსია :)
და არცთუ ისე ცუდი, სხვათაშორის ;)
თითქოს ძველ, ამერიკულ ფილმს ვუყურე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|