ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


მიდიან გზები

ჩამქრალი თვალები,მტვრიანი ქუჩების ყურებამ დაღალა,
გზები კი მიდიან,მიდიან,მიდიან,მიდიან-თავისთვის,
გიყვარდეს ოცნება-მერწმუნე,ეს უკვე ერთგვარი დამღაა,
მდუმარე ღამეებს,ფიქრებთან პაემნებს,არ ინდობს აისი,

გზის პირას მოხუცი,დამსკდარი ხელებით იების თაიგულს,
სთავაზობს გამვლელებს,გულიდან წამსკდარი ბავშვური ღიმილით,
პოეტის სიგიჟეს,აქამდე ვერავინ,ვერავინ გაუგო,
ფურცლებსაც არ ესმით-პოეის დარდი და პოეტის ტკივილი,

მიდიან დღეები,ზეცაზე შევ-თეთრი ღრუბლებიც მიდიან,
ლექსებიც გეყოფა მიზეზად იმისა,რომ გადაირიო,
დღეს ჩვენში ერთმანეთს მოხუცის იებზე მარტივად ჰყიდიან,
ფერდები ენგრევა,გზებს შორის სულივით გაბზარულ პილიონს,

გზები კი მიდიან...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები