ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2014


* * *

ეპოქა ადგილს მიუჩენს ყველას,
ქვიშას წააყრის ტკივილებს ქარი,
მე ხომ ჩემივე სიგიჟის ტყვე ვარ,
და საკუთარ თავს ვეღარსად ვმალავ,

პროტესტის ნიშნად-ყველა ნიღაბი
კოცონზე დავწვი და ახლა მხოლოდ,
ვარ საკუთარი სულის მებაღე,
და მხოლოდ ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ,

მერე რა თუკი არავინ მიმჩნევს?!
რა მოხდა,თუ არ ვახსოვარ უფალს?!
კვლავ მარჯვედ ვიქნევ დამსხვრეულ ნიჩბებს,
რომ აღარასდროს დავბრუნდე უკანს,

სადაც ვირგებდი ათასგვარ როლებს
სადაც სახელად მერქვა-მასხარა,
ჯაჭვიდან ჩამხსნეს ვით სუსტი რგოლი,
თვალები დაბლა,რომ არ დავხარე.

ეპოქა ადგილს მიუჩენს ყველას,
ქვიშას წააყრის ტკივილებს ქარი,
მე ნაშტორმალი ზღვასავით ვღელავ,
რადგან სიგიჟეს ვეღარსად ვმალავ!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები