ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2014


ირაკლი მეფის მონოლოგი

                        "ღმერთო, ამაზე მეტთა სატანჯველთ
                          ნუღარ მოუვლენ საწყალთა ქართველთ".
                                                                  ბარათაშვილი
                                                                "ბედი ქართლისა"

ნეტა რად გვერგო ბედი ასეთი
დამიზოგია თავი არასდროს
და სამყაროის შემქმნელი ღმერთი
რატომ გვიგზავნის ღრუბლებს საავდროს.
რისთვის გამწყრალა განგება ჩვენზე
სასჯელი რითი დავიმსახურეთ,
შემართული ვარ დღედაღამ ცხენზე,
დაუღალავად მამულს ვმსახურებ.
და მაინც, მაინც ასეთი ბოლო
იღბალმა მასინც ასე გამწირა,
ვაი, საბრალო ჩემი სამშობლო,
დასერილი მაქვს გული საშინლად.
ახლა ვერცა-რა უწამლებს ამ გულს
ვერ მოშუშდება მძიმე იარა,
მამულს საბრალოს, მამულს დაჩაგრულს
რა გრიგალებმა გადაუარა.
სადღაა მარდი ირაკლი მეფე
მომღლია მუხლი, მომღლია მაჯა,
მძლავრი მარჯვენა მტერს შევაგებე
ბევრჯერ და ახლა სიბერე მტანჯავს.
ვხედავ უმძიმეს, სასტიკ განაჩენს
ტკივილო, შენ გულს მძიმედ მოები,
იყო დრო, როცა მე და მამაჩემს
კრძალვით გვიცქერდნენ სახანოები.
იყო დრო, მეფე პრუსიის როცა
აღმოსავლეთის დიდებად მთვლიდა,
ველზე მრავალი მომხვდური ვხოცე,
იყო დრო, მაშინ მე რა დამღლიდა.
ქუხდა სამეფო კახეთის, ქართლის
ეჰ, გაქცეულან დიადი წლები
და ახლა გული სავსეა დარდით,
წყლულო, ადვილად ვერ დაამდები.
მომიკლეს ვაჟი, ჩემი ლევანი
მომძლავრდა ვერა ჯარი მორიგე,
ჰქონდა ირაკლის ბევრი ძლევანი,
ბევრი საჭირო ბრძოლა მოვიგე.
მაინც მეფობა მრავალ პრობლემით
განვვლე, ვიყუჩებ მე ვეღარ ტკივილს,
საფრთხევ, ფეხდაფეხ მუდამ მომდევდი,
გამოუთხარე ქვეყანას ძირი.
განხორციელდა ვერც შეერთება
ქართლ-კახეთისა და იმერეთის,
ოჰ, ღმერთო, ღმერთო, ასე რად ხდება,
ტკივილი ტკივილს ზედიზედ ერთვის.
რაღა ვიღონო, აბა, რა ვიცი
მე უკვე მოხუცს რა შემიძლია,
ვარ სავსე სევდით სამშობლო მიწის,
ჩემი მზე ჩაქრა, სიბერემ მძლია.
როგორ მოვიქცე, რა ხერხს მივმართო
დრო იცდის აღარ, ირაკლი ჩქარა,
ქარიშხალებთან პირისპირ, მარტო
დავრჩი, დრომ ჩემმა გადაიარა.
მახსოვს შეთანხმდა პეტრე ვახტანგთან
და მერე იმან სხვა გზა არჩია,
მახსოვს ასპინძას რომ მიღალატა
ტოტლებენმა და ზურგი მაქცია.
რუსმა დამასო მერეც იარა
არ მომეშველა კრწანისში ჯარით
და ომის ცეცხლმა როცა იალა,
შემოსეულზე თვით დავიძარი.
კრწანისის შემდეგ ჭრილობებს სძლია
თბილისმა, მაინც არ მეყო ძალა,
ომარ-ხანმა რომ შემომიტია
შევძელ რაიმე უკვე ვეღარა.
თუმც ასეთია რადგან დროება
სპარს-ოსმალს მაინც რუსი სჯობია,
შევინარჩუნებთ სარწმუნოებას,
განა ადვილი დასათმობია.
გეორგიევსკის ტრაქტატი ახლა
მარწმუნებს, არც თუ მთლად შევცდი მაშინ,
მაჰმად-ხანისას რადგანაც ნახრავს
ვხედავ, სჩანს მწარე სურათი თვალწინ.
მაგრამ სოლომონ არ მეთანხმება
არ მეთანხმება მსაჯული ჩემი,
ფიქრობს ქართველი ასე გაქრება,
არ შეგვიშრება რუსთ ხელში ცრემლი.
მაშ, მიმანიშნეთ კიდევ სხვა გზები
შევიძელ რაიც, ვქმენ მთელი ძალით,
ღმერთო, მეტს ნუღარ დავიტანჯებით,
ღმერთო, მოგვხედე მოწყალე თვალით.

                                                    9.08.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები