ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 აგვისტო, 2014


თავისუფლება

თავისუფლება არის უფლის სიტყვების შესრულება და უფალთან თანამყოფობა..  უფლის სიყვარული, უფლის მიერ დადგენილი კანონების და წესების სიყვარული, , მშობლების ,მეუღლის, შვილების,  მეგობრის,  და საერთოდ მოყვასის სიყვარული....ეს არის  სიმართლე , სიწმინდე, უღალატობა და ამის გაცნობიერებით საკუთარ თავში დავანებული ჭეშმარიტი სიხარული...
თავისუფლება ნიშნავს ამპარტავნებიდან, სიბილწიდან, გარყვნილებიდან, გარყვნილი ფიქრებიდან, ღალატიდან, შურიდან , ბოღმიდან და ა.შ . ყოველგვარი ნეგატივიდან ( უფლის საწინააღმდეგოდან) და  საერთოდ ცოდვიდან  ხსნას!

სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ესმის თავისუფლების ცნება...თავისუფლება ზოგიერთებს ისევე ესმით, როგორც ეს ესმოდა ოდესღაც ნათლის ანგელოზს, რომელმაც გარდაამეტა უფლის კანონებს, აუმხედრდა და აუჯანყდა უფალს...

აი, ასეთმა განდგომამ და  ფსევდოთავისუფლებამ თვით ანგელოზი ეშმაკად აქცია და ადამიანებს, უბრალო მოკვდავებს რაღას უზამს?

-ეშმაკეულებად, ცხოველებად და მონებად აქცევს !

ღმერთმა ყველას გვიშველოს და სიმართლე დაგვანახოს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები