ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 აგვისტო, 2014


ჯონ კიტსი - შუქურვარსკვლავო

ჯონ კიტსი - შუქურვარსკვლავო

შუქურვარსკვლავო, ნეტამც ვიყო შენსავით მყარი,
თუმც არ მსურს ღამეს ვანათებდე შუქის მოფენით,
არც მუდამ ღია ქუთუთოთი დევნება თვალის,
ვითარცა ფხიზლობს ერემიტი, ძილის მომთმენი,

თუ მღვდლების მსგავსად ვით განბანენ  წყლები მდინარის,
ადამიანით დასახლებულ  მწიკვლიან ნაპირთ,
ვუმზერდე, როგორ ეფინება ნაზი ნიღაბი
მთებს და ჭაობებს, უსპეტაკებს თოვლით ზედაპირს.

არა - ოღონდაც მედგარსა და მუდამჟამს უცვლელს,
სატრფოს მოწიფულ მკერდში მწადის  ჩარგება თავის,
ვიგრძნო სუნთქვისას მიჯნურს გული თუ როგორ უცემს,
ნეტარ შფოთვაში მინდა ვიყო მარად მღვიძარი.

მარად მესმოდეს მსურს მიჯნურის სათუთი სუნთქვა,
ვიცოცხლო ასე სამუდამოდ - ან მოვკვდე თუნდაც.

27 აგვისტო, 2014 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.poetryfoundation.org/poem/173733

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს