ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 აგვისტო, 2014


თანამეცხედრეს

სხვამ თუ არავინ,
მე ხომ ვიცი, რა გიღირს ყველა
შემოხედვა, ყველა ღიმილი...
მე კარგად ვიცი,
რა ქარცეცხლიც გამოიარე,
რას გაუძელი...
როგორ გაგთანგა წუთისოფლის
ამაოებამ...
მე ხომ ვიცი,
რამხელა სითბოს დაატარებ
გულით და მხრებით
რამხელა დარდის ზიდვა გიწევს,
ჩემო მეუღლევ.
სხვამ თუ არავინ,
მე ხომ ვიცი,
შენთვის ცხრა წყაროს წყლად
რომ ვიქცევი;
მაგ შენი სულის იარების
მე ვარ სალბუნი...
ჰოდა, გიწამლებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები