ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2014


რაც თავი მახსოვს...

რამდენ ქარიშხალს გაუძელი, აღარც კი გახსოვს,
რამდენი დარდი დაითმინე, ვერავინ მოთვლის,
იდექი ღმერთთან სხვებზე ერთი ნაბიჯით ახლოს,
დედა ღვთისმშობლის მეოხებით, მადლით და ლოცვით.

(ჩვენ წინაშეა საუკუნე ოცდამეერთე,
ერთი შეხედვით, აღარაა გმირების ეს დრო,
რომელშიც ასე თავმომწონედ ხოცავენ ღმერთებს
და ორგულობა შემოსულა მოდაში, ერთობ.)

რაც თავი მახსოვს, შენზე ფიქრს ვცნობ ტკივილად, წამლად,
თუმც, როგორც მშობლებს, სამშობლოსაც ვერ ვუხდი ამაგს,
რა შემიძლია ამის გარდა, რომ სადაც წავალ,
მე ჩემი წილი საქართველო სხეულით დამაქვს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები